მიხეილ ჩხენკელი: „მე ყველგან ვამბობ, რომ სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო ეს არის სკოლაში – საკლასო ოთახი და უნივერსიტეტში – აუდიტორია"
21-02-2021, 18:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საკლასო ოთახებში მოსწავლეების დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა.

 


მიხეილ ჩხენკელი: „მე ყველგან ვამბობ, არა როგორც მხოლოდ მინისტრი, არამედ როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, რომ სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო ეს არის სკოლაში – საკლასო ოთახი და უნივერსიტეტში – აუდიტორია. ეს, ცალსახად ასეა. რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს დისტანციური სწავლა, ის ვერანაირად ჩაანაცვლებს იმ ბუნებრივ პროცესს, იმ ენერგიას, რომელიც საუნივერსიტეტო აუდიტორიასა და საკლასო ოთახშია. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო საზოგადოებას, რომ ჩვენ შევძელით, ეპიდსიტუაციამ საშუალება მოგვცა, მოსწავლეები საკლასო ოთახში დაბრუნებულიყვნენ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შევინარჩუნოთ.

 


შესაბამისად, ყველა მოქალაქემ ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ საშულება საკლასო ოთახში გააგრძელონ სწავლა. შემდეგი ეტაპი იქნება საბავშვო ბაღები, ამის შემდეგ – პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები.

 


პროცესს დეტალურად ვაკვირდებით, თუ რა გავლენას იქონიებს საკლასო ოთახებში დაბრუნება ეპიდსიტუაციაზე. მინდა გითხათ, რომ მშვიდობით მიდის პროცესი. ჩვენ ინდივიდუალურად, წერტილოვნად ვმართავთ ყველა სკოლას. თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა, ყველას იმედი გვაქვს, რომ სემესტრს საკლასო ოთახებში დავასრულებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, აღარ მოგვიწიოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ეს არის მთავარი.“

 


სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად, სამინისტროს მხრიდან სკოლების კონტროლი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სწორედ ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით Covid-19 სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს დაუდასტურდა. რაც შეეხება მოსწავლეებს, საჯარო და კერძო სკოლების 600 ათასამდე მოსწავლიდან, ინფექცია მხოლოდ 0.03%-ს გამოუვლინდა.

 


15 თებერვლიდან დღემდე მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე 34 სკოლა გადავიდა, ხოლო ონლაინ რეჟიმში 116 კლასი სწავლობს.

 


გაფართოებული ტესტირების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 85 141 მასწავლებელი, რომლებიც სავალდებულო ტესტირებას ეტაპობრივად გაივლიან.

 


სკოლების მონიტორინგი, ისევე როგორც მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება, მომავალშიც სისტემატურად გაგრძელდება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჩხენკელმა, პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ ერთად კვირის განმავლობაში 40-მდე სკოლა მოინახულეს, საიდანაც სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით რეკომენდაცია მხოლოდ 3 სკოლას მიეცა. მნიშვნელოვანია, რომ რესურსცენტრების მიერ სკოლები ყოველდღიურ რეჟიმში მოწმდება.

 

 

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები იმოქმედებს, ისე როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით არის გათვალისწინებული, კერძოდ, დისტანციურ სწავლებაზე გადავა კონკრეტული კლასი/სართული ან მთლიანად სკოლა.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს ხარისხიან განათლებასთან ერთად, სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

 

კომენტარები: 54
#14   Richard
      
References:


Schecter blackjack atx c 7

References:
grossman-carlsen.federatedjournals.com
27 იანვარი 2026 23:33
#13   Gay
      
References:


Brantford casino poker

References:
bager-upchurch-2.thoughtlanes.net
27 იანვარი 2026 23:27
#12   Fabian
      
steroid with least side effects

References:
clashofcryptos.trade
26 იანვარი 2026 19:41
#11   Daisy
      
best steroid cycle for lean mass

References:
sciencewiki.science
26 იანვარი 2026 07:15
#10   Christiane
      
%random_anchor_text%

References:
king-bookmark.stream
26 იანვარი 2026 07:15
#9   Ginger
      
References:


Casinos las vegas

References:
elearnportal.science
25 იანვარი 2026 17:38
#8   Emely
      
25 იანვარი 2026 17:31
#7   Mickie
      
References:


New brunswick postal code

References:
www.fionapremium.com
25 იანვარი 2026 04:32
#6   Larry
      
References:


Allegany casino

References:
lospromotores.net
25 იანვარი 2026 02:57
#5   Betsy
      
References:


Casino lisboa

References:
https://www.udrpsearch.com/
24 იანვარი 2026 21:08
#4   Jessika
      
References:


Buffalo slot machine

References:
http://ask.mallaky.com/
24 იანვარი 2026 20:23
#3   Dell
      
References:


Anavar cycle before after

References:
https://currie-lykke.technetbloggers.de
21 იანვარი 2026 20:18
#2   Venus
      
References:


Female before and after anavar

References:
etuitionking.net
21 იანვარი 2026 14:36
#1   Ira
      
best mass stack cycle

References:
http://gojourney.xsrv.jp/
18 იანვარი 2026 06:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი