მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის სასროლეთზე ბატარეის დონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები გამართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემაჯამებელ საბრძოლო სროლებში მიზიდული იყო რეაქტიული სისტემების საბრძოლო მანქანა ბმ-21 და ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარი ზეუ-23-2. სწავლება მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნის შემოწმებას, თუ რამდენად შეუძლიათ მათ თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას, ბატალიონის/ბატარეის შემადგენლობაში სამანევრო ქვედანაყოფებისთვის საცეცხლე მხარდაჭერა.წვრთნები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.