მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად ვართ, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში - ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ
27-03-2021, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გვესმის, რომ ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში ყველა პოლიტიკური ძალის ადგილი, ვინც მანდატი მოიპოვა, პარლამენტშია, იქ, სადაც პოლიტიკური საკითხები უნდა წყდებოდეს. აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და დღევანდელ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მზად ვართ, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში, – ამის შესახებ ნათქვამია ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „გირჩი მეტი თავისუფლება“, „ლელო“, ელენე ხოშტარია – „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „პროგრესი და თავისუფლება“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, პარტია „ტრიბუნა“.

 


როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალური მოქნილობა აჩვენეს ყველა საკითხთან დაკავშირებით, რის საპასუხოდაც, ხელისუფლება ხისტი უარის პოზიციაში ჩადგა.

 

 

„საქართველოს დემოკრატიულ, ოპოზიციურ პარტიებს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, მის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს, ასევე საქართველოს მეგობრებს ევროკავშირსა და აშშ-ში, იმ მონდომების, მცდელობისა და მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის, რაც მათ გამოთქვეს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

 


ჩვენ გააზრებული გვაქვს შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ვიზიარებთ როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო მეგობრების სურვილს, რაც შეიძლება, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას და დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი.

 


ამავე დროს, ჩვენ ვერ მოვიტყუებთ თავს და შეთანხმების ფორმალურად მიღწევის საბაბით, გადაუჭრელს ვერ დავტოვებთ საკვანძო საკითხებს, რაც კიდევ უფრო წაახალისებს რეჟიმის ავტორიტარულ ინსტინქტებს. დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მაქსიმალური მოქნილობა ვაჩვენეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რის საპასუხოდაც, ხელისუფლება ხისტი უარის პოზიციაში ჩადგა.

 


პრეზიდენტ მიშელის საქართველოდან წასვლის მეორე დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა საჯაროდ უარყო ის მზაობა, რაც წინა დღეს პრეზიდენტ მიშელის თანდასწრებით გამოხატა. მან თქვა, რომ არც კი განიხილავს ახალ არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას, ასევე უარყო პოლიტიკური კრიზისის არსებობა საქართველოში.

 


სწორედ ღარიბაშვილის ამ რიტორიკის გაგრძელება იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ქცევა მოლაპარაკებების პროცესში. მათ პრეზიდენტ მიშელის ექვსი პუნქტიდან არსებითი პროგრესის მიღწევა არც ერთთან დაკავშირებით არ მიიჩნიეს დასაშვებად, ხოლო ორი საკითხის (ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრები) განხილვაზე პრაქტიკულად უარი თქვეს. ხელისუფლების ამ პოზიციის გამოძახილია ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატა საბანაძის გადადგომა, რომელმაც საჯაროდ მიანიშნა პრობლემის არსზე.

 


გვსურს, კიდევ ერთხელ, მოკლედ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია პრეზიდენტ მიშელის მიერ კრიზისის დასაძლევად შემოთავაზებული გზამკვლევის ყველა პუნქტთან დაკავშირებით.

 


ახალი არჩევნების საკითხი – 8 მარტს დადებული შეთანხმების დარღვევამ, გიორგი რურუას ციხეში დატოვებამ, გარეჯის საქმის პოლიტიკური დაკვეთით დაწყებამ, რომლის ამოცანაც პოლიტიკური ოპოზიციის დემონიზება იყო, ოპონენტების პოლიტიკურმა დევნამ, საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის მიმართ დაუსჯელმა ძალადობამ, წინასაარჩევნოდ მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის არნახულმა მასშტაბმა, არჩევნების დღეს ამომრჩევლის კონტროლის კარუსელებმა, ბიულეტენების ჩაყრამ, ოქმების მანიპულაციებმა და სასამართლოების მიერ საარჩევნო დავების განხილვაზე ორგანიზებულმა უარმა, გამორიცხა 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა.

 


არჩევნების შემდგომ პერიოდში, ისედაც რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, ხელისუფლებამ შტურმით აიღო ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ოფისი და დააპატიმრა მისი ახლად არჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია, რასაც წინ უძღოდა ივანიშვილის ფორმალურად გადადგომა პარტიის თავმჯდომარეობიდან და საჯარო პოლიტიკიდან მისი გაწევა. ასევე, მელიას ამგვარი ფორმით დაპატიმრების პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა პრემიერმა, გიორგი გახარიამ. ივანიშვილი და გახარია რეალურადაც და ფორმალურადაც ის ცენტრალური ფიგურები იყვნენ, რომლებსაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ლოგიკური აუცილებლობა და ევროპული დემოკრატიული ტრადიციის შესაფერისი ნაბიჯია.

 


ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ ამ საკითხის განხილვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, არასაჯაროდ კი, გამოსავლად საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმას გვთავაზობენ. ამ ორი პრინციპულად და შინაარსობრივად განსხვავებული არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება იწვევს თვითმმართველობისა და საპარლამენტო მმართველობის შესახებ მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესების აღრევას. ასეთი მოდელი მხოლოდ დამაბნეველი იქნება საზოგადოებისთვის მაშინ, როდესაც ამომრჩევლებს მარტივი და მკაფიო არჩევანი უნდა ჰქონდეთ, და შესაბამისად, არ გამოდგება ტესტად ვადამდელი არჩევნების საკითხზე. სწორედ ამიტომ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავუჭერთ ამ მოდელს მხარს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 


მასში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციას მოქნილი პოზიცია აქვს როგორც ვადამდელი არჩევნების თარიღთან (ბუნებრივია, გონივრულ ფარგლებში), ისე ამ შედეგამდე მისასვლელ გზასთან დაკავშირებით.

 


„ზოგი ჩვენგანი თვლის, რომ ერთადერთი გზა ახლა პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, ზოგმა კი, კრიზისის განმუხტვის მიზნით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ უმრავლესობის აზრის გაგებას, პლებისციტს დაუჭირა მხარი.

 


პოლიტიზებული მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები – პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნა, ოპოზიციური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების, კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და მათი დაკავება, შერჩევითი მართლმსაჯულება შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციასთან. ოპოზიციას აქაც მოქნილი პოზიცია აქვს. ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა და არ არის ხელისუფლების მხრიდან საჯაროდ აღიარება, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს – ამ ეტაპზე ავტომატურად გადაწყვეტს საკითხს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ფორმით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე, პოლიტიკური მოტივით დაწყებული საქმეების შეწყვეტა.

 


საარჩევნო სისტემის/ადმინისტრაციის რეფორმა – არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივბარიერიანი ან მასთან მიახლოებული სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული/ერთპარტიული მმართველობის დასასრულებლად.

 


რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, მისი ფორმირების და ფუნქციონირების წესი შეუძლებელს უნდა ხდიდეს მმართველი პარტიის სრულ დომინაციას, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ. ოპოზიცია თანახმაა ნებისმიერ ქმედით მექანიზმზე, რომელიც შეცვლის არსებულ საარჩევნო ადმინისტრაციას და გამორიცხავს დღევანდელი ან მომავალი პოლიტიკური ოპოზიციის იგნორირებას საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების პროცესში, ხოლო საარჩევნო წესები უნდა გამორიცხავდეს ან მაქსიმალურად ამცირებდეს ამომრჩევლების მოსყიდვის ან მათზე ზეწოლის შესაძლებლობას.

 


ამისთვის ოპოზიციას შეთავაზებული აქვს როგორც ელექტრონული კენჭისყრის რეალისტური მექანიზმების შემოტანა, ასევე ამომრჩევლების იდენტიფიცირების და კენჭისყრის ფარულობის ეფექტიანი უზრუნველყოფა. ეს აუცილებელი ცვლილებები ამ ეტაპზე არაა ასახული პარლამენტში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტში.

 


სასამართლოს რეფორმა – ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს შემუშავებული და საჯაროდ გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა რეფორმირდეს მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში, მაგრამ ყველა შემთხვევაში, საწყისი ნაბიჯი აუცილებლად უნდა იყოს არსებული იუსტიციის საბჭოს, როგორც სრულად ნდობადაკარგული ორგანოს შეცვლა. იქამდე უნდა შეწყდეს ამ საბჭოს მიერ სასამართლოების დაკომპლექტება. აქაც, საარჩევნო ადმინისტრაციის მსგავსად, ნებისმიერი რეფორმა უნდა მოიცავდეს დღევანდელი თუ მომავალი ოპოზიციის იგნორირების შეუძლებლობას მართლმსაჯულების სისტემის ფორმირებისას.

 


ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში – საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებისა და ფუნქციების გადანაწილება ნებისმიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმება ვერ გადაწონის სხვა საკითხებს. ოპოზიციის ინტერესშია არა დღევანდელ პარლამენტში კონკრეტული თანამდებობების დაკავება, არამედ ზოგადად ტრადიციის შექმნა საპარლამენტო კონტროლში ნებისმიერი ოპოზიციის ეფექტიანი მონაწილეობისთვის.

 


ჩვენ გვესმის, რომ ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში ყველა პოლიტიკური ძალის ადგილი, ვინც მანდატი მოიპოვა, პარლამენტშია, იქ, სადაც პოლიტიკური საკითხები უნდა წყდებოდეს. სწორედ ამ პუნქტებში ჩამოყალიბებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და დღევანდელ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ვართ მზად, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში“, – ნათქვამია განცხადებაში.

 


განცხადების ხელმომწერი პარტიები მიიჩნევენ, რომ იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც არჩევნების შედეგები საყოველთაო ნდობას იწვევს, საკვანძოა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

 

 

„ხელმომწერ პარტიათა დიდ ნაწილს არჩევნებზე მარცხის აღიარების გამოცდილება გვაქვს. მიგვაჩნია, რომ იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც არჩევნების შედეგები საყოველთაო ნდობას იწვევს, საკვანძოა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ყველაზე დიდი ზიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის მიმართ ნდობის დაკარგვაა, რაც დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება 2012 წელს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს ნდობა საარჩევნო პროცესის, როგორც უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული მექანიზმის მიმართ.

 

 

ჩვენი ეს პოზიცია ნაკარნახევია სურვილით, შეიქმნას იმგვარი რეალობა, სადაც დამარცხებული გამარჯვებულს ულოცავს, ხოლო საზოგადოებას პროცესის მიმართ ნდობა დაკარგული არ აქვს. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი რეალობა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის, რეგიონში დემოკრატიული პროცესების მთავარი მტრის ინტერესებშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 


განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 168
#128   Marisa
      
References:


Hollywood casinos

References:
https://matkafasi.com/user/mindboard6
18 მარტი 2026 10:50
#127   Eugene
      
avi casino


https://doc.adminforge.de/s/TyOsEP8Igt doc.adminforge.de


https://prpack.ru/user/stepash8/ prpack.ru


https://gpsites.win/story.php?title=information-about-oshi-casino gpsites.win


https://doodleordie.com/profile/yokelocust3 doodleordie.com


https://diego-maradona-ar.org/user/bookperson8/ https://diego-maradona-ar.org/user/bookperson8/


https://urlscan.io/result/019cf900-536b-72c2-8639-b8fc82c59b4a/ urlscan.io


https://vacuum24.ru/user/profile/560462 vacuum24.ru


https://www.adpost4u.com/user/profile/4358349 www.adpost4u.com


https://hedgedoc.info.uqam.ca/s/a4fMKSjw7 https://hedgedoc.info.uqam.ca/s/a4fMKSjw7


https://www.bandsworksconcerts.info:443/index.php?bookstew9 https://www.bandsworksconcerts.info


https://urlscan.io/result/019cf900-536b-72c2-8639-b8fc82c59b4a/ urlscan.io


https://graph.org/hourly-casino-security-checklist-03-17 https://graph.org/hourly-casino-security-checklist-03-17


https://atavi.com/share/xqxoecz1gqck8 atavi.com


https://raun-watkins-3.technetbloggers.de/diabetes-management-northern-nsw-local
-health-district raun-watkins-3.technetbloggers.de


https://notes.bmcs.one/s/gE0inZ_rK notes.bmcs.one


https://proctor-byskov-2.hubstack.net/7-best-free-poker-apps-for-iphone-and-andr
oid-users-in-2026 https://proctor-byskov-2.hubstack.net/7-best-free-poker-apps-for-iphone-and-andr
oid-users-in-2026


https://md.un-hack-bar.de/s/C7fWOhS-ng md.un-hack-bar.de


https://mmcon.sakura.ne.jp:443/mmwiki/index.php?stepsoil4 https://mmcon.sakura.ne.jp:443/mmwiki/index.php?stepsoil4

References:
https://justpin.date/story.php?title=best-payout-online-casino-in-australia-high
est-payout-rate-2026
18 მარტი 2026 09:00
#126   Johnson
      
References:


On line casino

References:
https://dreevoo.com/profile.php?pid=1325444
18 მარტი 2026 05:01
#125   Gilda
      
References:


Nars casino bronzer

References:
www.villascococannelle.com
11 მარტი 2026 01:53
#124   Gabriel
      
References:


Pennsylvania casinos

References:
https://jackiecycle.com/43/?bmode=view&idx=66409487
11 მარტი 2026 00:07
#123   Kiera
      
where to order steroids online

References:
ccsakura.jp
3 მარტი 2026 13:55
#122   Mikayla
      
3 მარტი 2026 10:25
#121   Joesph
      
long term use of corticosteroids side effects

References:
www.garagesale.es
3 მარტი 2026 01:58
#120   Rodger
      
cash casino

References:
https://www.elsieisy.com/human/
28 თებერვალი 2026 19:55
#119   Lachlan
      
26 თებერვალი 2026 18:54
#118   Dell
      
%random_anchor_text%

References:
werner-little-3.thoughtlanes.net
26 თებერვალი 2026 09:04
#117   Mei
      
south african online casinos

References:
https://oiaedu.com/forums/users/bagelbasin36/
25 თებერვალი 2026 10:43
#116   Arlie
      
river spirit casino tulsa ok

References:
https://raindrop.io/
25 თებერვალი 2026 04:18
#115   Hollie
      
french lick casino

References:
www.instapaper.com
25 თებერვალი 2026 02:37
#114   Adell
      
25 თებერვალი 2026 01:13
#113   Adriana
      
australian online casino

References:
https://buyandsellhair.com
24 თებერვალი 2026 03:00
#112   Darin
      
spin palace mobile

References:
panoptikon.org
23 თებერვალი 2026 02:35
#111   Nadia
      
safe steroids for sale


https://intensedebate.com/people/targetsharon0 intensedebate.com


https://nerdgaming.science/wiki/Ozempic_Apotheke_Kosten_Rezept_Verfgbarkeit_Best
ellung https://nerdgaming.science


https://bookmarking.stream/story.php?title=appetitzuegler-anwendung-wirkung-3 bookmarking.stream


https://rentry.co/kc9hparh rentry.co


https://ai-db.science/wiki/Buy_Anavar_10mg_Pharmaqo_Labs_UK_Next_Day_Delivery ai-db.science


https://intensedebate.com/people/bootokra5 intensedebate.com


http://09vodostok.ru/user/kittymark0/ 09vodostok.ru


https://lovewiki.faith/wiki/Wirkstoff_Leptin_Appetitzgler_Anwendung_Wirkung_Empf
ehlung lovewiki.faith


http://historydb.date/index.php?title=abbottbenjamin0781 http://historydb.date


https://king-wifi.win/wiki/Anavar_kopen_Nederland_Discreet_Betrouwbaar https://king-wifi.win/wiki/Anavar_kopen_Nederland_Discreet_Betrouwbaar


http://hikvisiondb.webcam/index.php?title=blockcormier0888 http://hikvisiondb.webcam


https://yogicentral.science/wiki/Glules_amincissantes_de_quoi_parleton https://yogicentral.science/wiki/Glules_amincissantes_de_quoi_parleton


https://douglas-hermansen-2.thoughtlanes.net/pilules-amaigrissantes-pour-lob-c3-
a9sit-c3-a9-c2-a0-de-nouvelles-directives-classent-les-meilleurs-m-c3-a9dicament
s https://douglas-hermansen-2.thoughtlanes.net/pilules-amaigrissantes-pour-lob-c3-
a9sit-c3-a9-c2-a0-de-nouvelles-directives-classent-les-meilleurs-m-c3-a9dicament
s


https://dreevoo.com/profile.php?pid=1068363 dreevoo.com


https://fields-cooley-3.technetbloggers.de/anavar-1770376741 https://fields-cooley-3.technetbloggers.de


https://www.youtube.com/redirect?q=https://thehollywoodtrainerclub.com/static/pg
s/?buy_clenbuterol_4.html https://www.youtube.com


https://www.udrpsearch.com/user/movecent2 www.udrpsearch.com


http://www.aaisalearns.ca/users/pajamacomic7/ http://www.aaisalearns.ca

References:
elearnportal.science
18 თებერვალი 2026 15:44
#110   Pearline
      
winsdrol v reviews


http://dubizzle.ca/index.php?page=user&action=pub_profile&id=140409 dubizzle.ca


https://gaiaathome.eu/gaiaathome/show_user.php?userid=1841071 gaiaathome.eu


https://linkagogo.trade/story.php?title=anavar-kaufen-sichere-oxandrolon-tablett
en-online-bestellen linkagogo.trade


https://rentry.co/42ayexqh rentry.co


https://classifieds.ocala-news.com/author/italycorn1 classifieds.ocala-news.com


https://santiago-gregory-4.blogbright.net/pilule-combinee-commandez-votre-pilule
-oestroprogestative-vivami https://santiago-gregory-4.blogbright.net


https://gaiaathome.eu/gaiaathome/show_user.php?userid=1841328 https://gaiaathome.eu


https://morphomics.science/wiki/Oxandrolon_Anavar_10_mg_100_tabs morphomics.science


https://securityholes.science/wiki/Des_pilules_amaigrissantes_qui_passent_mal_Ra
dioCanada securityholes.science


https://opensourcebridge.science/wiki/Oxandrolon_Anavar_10_mg_100_tabs https://opensourcebridge.science/


https://fakenews.win/wiki/Kaufen_Online_Oxandrolon_Anavar fakenews.win


https://forum.dsapinstitute.org/forums/users/greekalley3/ forum.dsapinstitute.org


https://skitterphoto.com/photographers/2224887/mcintosh-thornton skitterphoto.com


https://ai-db.science/wiki/Anavar_Kaufen ai-db.science


http://humanlove.stream//index.php?title=fournierwu0844 humanlove.stream


https://yogaasanas.science/wiki/Dein_Weg_zu_sicherem_AnavarKauf_Alles_was_du_wis
sen_musst yogaasanas.science


https://timeoftheworld.date/wiki/3_mdicaments_pour_perdre_du_poids_au_Canada timeoftheworld.date


https://www.instapaper.com/p/17441922 instapaper.com

References:
http://ezproxy.cityu.edu.hk/
18 თებერვალი 2026 13:13
#109   Sylvester
      
how to stack steroids

References:
gaiaathome.eu
18 თებერვალი 2026 12:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი