„მწვანე პასპორტის“ გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და რეალურად ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის, შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება "მწვანე პასპორტი" საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია, ქვეყნის შიგნით "მწვანე პასპორტი" სავალდებულო აღარ იქნება დღეიდან, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაცია არის მოსახლეობის არა ვალდებულება, არამედ არჩევანი და ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს, თუმცა ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსით გამოწვეული შემდგომი გართულებები.
„როგორც მოგეხსენებათ თავიდანვე გაჟღერებული იყო, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, ამიტომ ეს არის მოსახლეობის არჩევანი და 42 % უკავშირდება არა ვაქცინის ვალდებულებას არამედ სურვილს მოსახლეობისას, რომ აიცრას, ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს, შესაბამისად, აცრების რაოდენობას ამას ვერ დავუკავშირებ; „მწვანე პასპორტის“ შემოწმებას ვაკონტროლებდით, ცხადია. რაც შეეხება ვაქცინაციას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსით გამოწვეული შემდგომი გართულებები,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.