საქართველოს კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო
05-06-2022, 14:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო.

 

 

თემურ ჩხეიძე წლების განმავლობაში იყო დაკავებული წარმატებული სარეჟისორო საქმიანობით არაერთ ცნობილ თეატრში საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა, და არა მხოლოდ თეატრში. იგი 1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორი, 1967-1970 წლებში იგი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა, 1970-1980 წლებში გახლდათ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1980-1990 წლებში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988 წლებში იგი იყო საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან თემურ ჩხეიძე იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, ხოლო 2007-2013 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი. ასევე, აღსანიშნავია, რომ თემურ ჩხეიძე საგანმანათლებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული, 1969 წლიდან გახლდათ თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი. ცნობილ რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.

 

 

თემურ ჩხეიძეს მრავალწლიანი მოღვაწეობისთვისა და უდიდესი ღვაწლისთვის მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, მათ შორის: საქართველოს სახალხო არტისტი (1981 წელი); საპატიო ნიშნის ორდენი; „ოქროს გრან-პრი“; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის მფლობელი), პრემია „ქართული ხელოვნების რაინდი“; თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2010 წელი); „ილიას მედალი“ (2013 წელი); სანქტ-პეტერბურგის თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“; სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია „ოქროს სოფიტი“ და არაერთი სხვა.

 


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს თემურ ჩხეიძის უდიდეს ღვაწლს ქართული თეატრის განვითარებაში და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები: 47
#7   Vilma
      
References:


Mardi gras casino

References:
www.bandsworksconcerts.info
24 იანვარი 2026 23:15
#6   Norine
      
References:


Gran casino madrid

References:
yogicentral.science
24 იანვარი 2026 20:13
#5   Kina
      
References:


Anavar and test cycle before and after

References:
okprint.kz
21 იანვარი 2026 18:15
#4   Santos
      
21 იანვარი 2026 12:45
#3   Kerstin
      
References:


Before and after anavar cycle women

References:
sargent-demant.technetbloggers.de

References:


Bloodwork before and after anavar

References:
jobs.emiogp.com
20 იანვარი 2026 19:12
#2   Skye
      
top rated supplement stacks

References:
https://www.generation-n.at/forums/users/bracesister0
18 იანვარი 2026 13:32
#1   Chau
      
pros of steroids|acybgnsldb7ntt-2f2ti0zixirb_om1nyq:***

References:
https://rentry.co/oax2r6q5
18 იანვარი 2026 07:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი