თბილისის რიგით მე-14 სტუდენტური ფილმების ფესტივალი იხსნება
21-06-2022, 10:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 21-დან 27 ივნისის ჩათვლით, თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. პროექტი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და საქართველოს პირველი არხის მხარდაჭერით ხორციელდება.

 


კინოფესტივალი საზეიმოდ 21 ივნისს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება, ლევან ერისთავის და დიტო ცინცაძის ფილმით „კვაზიმოდო“ (ხანგრძლივობა: 36 წუთი, გამოშვების წელი: 1981). ფილმი გადაღებულია მერაბ აბაშიძის მოთხრობის მიხედვით - „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“.

 


თბილისის სტუდენტურ კინოფესტივალს მისი ოფიციალური პარტნიორი კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს, სადაც ფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამა დიდ ეკრანზე იქნება ნაჩვენები. ფესტივალის ოფიციალური საკონკურსო პროგრამის სელექციონერები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტები, კინომცოდნეები: ეთერ ფარჩუკიძე, ნათია ფანცულაია, საბა მახარაშვილი, თიკო მამედოვა და ბესო დარასელია. ხელმძღვანელი: მაია ლევანიძე/კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

 


სელექციის შედეგად, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 19 ქვეყნის კინოსკოლის 31 ფილმი, რომელთა შორისაა: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბელგია, ჩილე, არგენტინა, ხორვატია, ირანი, ისრაელი, გერმანია, ჩინეთი, რუმინეთი, ბრაზილია და ავსტრია.

 


სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამის ოფიციალური ჟიურის წევრები არიან: ანა ურუშაძე - კინორეჟისორი; ალეკო ცაბაძე - კინორეჟისორი და სცენარისტი; ქეთევან ტრაპაიძე - კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

 


27 ივნისს კინოთეატრი „ამირანი“ ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლებს, რომელზეც ჟიური საკონკურსო კინოპროგრამის გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ანიმაციური ფილმი; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი; საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი; საუკეთესო რეჟისურა; ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი; გრან-პრი.

 


ფესტივალის ფარგლებში, ასევე, გაიმართება უკრაინული სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სპეციალური ჩვენება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე დასწრების მსურველები საფესტივალო ბილეთების შეძენას შეძლებენ ვებგვერდზე -www.kinoafisha.ge, ხოლო სტუდენტებისთვის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

 


სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია ინდუსტრიული პროექტი „ფიჩინგ ფორუმი“ - პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი, რომელიც 25, 26 და 27 ივნისს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში (მის: შოთა რუსთაველის გამზირი №19) ჩატარდება.

 


„TISFF ფიჩინგ-ფორუმი 2022“-ის ტუტორი: თამარა ტატიშვილია - ევროპული კინოინდუსტრიის წარმომადგენელი; ჟიური: ქეთი დანელია - პროდიუსერი; ალექსანდრე კობერიძე - კინორეჟისორი; დავით ჯანელიძე - კინორეჟისორი.

 


„ფიჩინგ-ფორუმი“ თბილისის მერიის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პირველი არხის მხარდაჭერით გაიმართება. ფორუმის პარტნიორია კინოკომპანია „ჯაგა გრიპი“, რომელიც გამარჯვებულ პროექტებს თიზერის მომზადების პროცესში გადასაღები ტექნიკით უზრუნველჰყოფს.

 


ფესტივალის მეგობრები: AT.ge, რადიო „ფორტუნა“, CityInstituteGeorgia და რესტორანი „შავი ლომია“.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

 

კომენტარები: 49
#9   Traci
      
References:


Money gaming

References:
adpost4u.com
25 იანვარი 2026 06:14
#8   Elyse
      
22 იანვარი 2026 01:08
#7   Autumn
      
21 იანვარი 2026 14:49
#6   Geneva
      
References:


Anavar 8 week before and after

References:
medibang.com
21 იანვარი 2026 07:45
#5   Calvin
      
References:


Anavar male before and after

References:
lovebookmark.date
20 იანვარი 2026 21:24
#4   Alena
      
20 იანვარი 2026 09:52
#3   Elvis
      
References:


Holland casino vacatures

References:
https://pads.jeito.nl/s/7wZEE_1aZq
16 იანვარი 2026 19:36
#2   Irvin
      
Wenn Sie noch relativ neu bei Verdecasino sind und sich im Level “Leprechaun”
befinden, beträgt der Cashback-Koeffizient 3%.
Ansonsten bietet das Casino auch attraktive Reload Boni mit unterschiedlichen Prämien an, darunter Glücksrad-Spins und einen 125% Bonus.
Es lohnt sich für Bestandskunden, regelmäßig Zeit im Casino
Verde online zu verbringen. Der Bonus muss 40-mal umgesetzt werden, die Freispiele nur 30-mal.
Insgesamt beinhaltet der Verde Bonus bis zu 1200 Euro und 220 Freispiele.

Egal ob Tischspiele, Live Casino Spiele, Jackpot Slots oder einen Roulette Spielautomaten. Die Plattform bietet eine benutzerfreundliche Oberfläche, sicherere
Zahlungsmethoden und eine fairen Spielumgebung.Probieren Sie es
jetzt aus! Mit einer Welle von 5.000+ Spielen und einer Vielzahl an Zahlungsmethoden bietet Verde Casino eine umfassende und sicherere
Spielererfahrung für alle (Verde Casino).

References:
https://s3.amazonaws.com/
6 იანვარი 2026 01:25
#1   Iona
      
online casinos mit paypal

References:
10xhire.io
1 იანვარი 2026 07:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი