გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და მოსასვენებელი ტერიტორიის მოწყობაც მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, ბავშვებისთვის გასართობი ზონები ორ მისამართზე დასრულდა, ორ მისამართზე კი მიმდინარეობს. სივრცეები ითვალისწინებს გასართობი ატრაქციონების, საპარკე სკამების, ნაგვის ურნების განთავსებას, კაუჩუკის საფარის დაგებას, მოაჯირის მოწყობას.
საბავშვო ზონები წყალსადენის N7 (ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის“) მიმდებარედ და III მიკრორაიონის N 68ა - 68 ბ კორპუსებთან დასრულდა, გლდანის II მიკრორაიონის N28 და მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N45 კორპუსებთან კი, მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 228 681 ლარი დაიხარჯება.
დასრულებულ სამუშაოებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.