არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია”-ს ორგანიზებით, ხვალ, Urban lounge–ში საქველმოქმედო საღამო გაიმართება. პროექტის “ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად” ფარგლებში, ორგანიზაცია 7 წლის მოზარდს, თემურ ჯიმშელეიშვილს დაეხმარება. ა/ო "პოზიცია" აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
“ქველმოქმედება გრძელდება! 29 ნოემბერს, 20:00სთ-ზე, Urban lounge – ში, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” – ს ინიციატივით გაიმართება პროექტის „ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად“, რიგით მეექვსე საქველმოქმედო ღონისძიება.
ამჯერად მერაბ სეფაშვილთან ერთად ვეხმარებით 7 წლის თემურ ჯიმშელეიშვილს, რომელსაც აქვს ცერებრალური დამბლა და ჰიდროცეფალია.
ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცემა ყველა იმ ორგანიზაციასა და პიროვნებას, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს საქველმოქმედო საღამოების ჩატარებაში. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ა/ო „პოზიცია“ იუბილარია და ამასთან დაკავშირებით, განვლილი ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის მოკლე პრეზენტაციაც გაიმართება”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.