საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის
ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით
დასრულდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და
მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და სპეციალურად გამართულ
ბრიფინგზე სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ასეულის დონის ერთკვირიანი სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის
ამაღლებას ისახავდა მიზნად და მრავალეროვნული წვრთნები Agile Spirit 2023-სა და საბრძოლო
მომზადების ცენტრში (CTC) წვრთნასა და შეფასებაში მონაწილეობისთვის წინამოსამზადებელ
ეტაპს წარმოადგენდა.
წვრთნებში ჩართული იყო ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება „ჯაველინი“ ,
ასევე ამერიკული წარმოების მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი M2A1 და ავტომატური
ყუმბარმტყორცნი MK-19. ქვედანაყოფს მხარდაჭერას საარტილერიო დანადგარის გარდა,
საქართველოში წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ და
ტაქტიკური მართვის პულტი (WOLF) უწევდა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიური სისტემებით
არის აღჭურვილი და ქვედანაყოფების მართვასა და კონტროლს ამარტივებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.