არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს წარმომადგენლები საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.
ორგანიზაციის ცნობით, “პოზიციის” ხელმძღვანელმა, გურამ ადამაშვილმა პატარებს წიგნები გადასცა, მოისმინა მათი პრობლემები და დაათვალიერა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საცხოვრებელი პირობები.
საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ ხელმძღვანელმა “პოზიციის” წარმომადგენლებს ბავშვების კვების პრობლემებზე უამბო და აღნიშნა, რომ პატარები მნიშვნელოვან დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებში უნდა შეხვდნენ, თუმცა, ამისთვის მათ სათანადო პირობები არ აქვთ. მანვე, “პოზიციის” ხელმძღვანელს სთხოვა შუამდგომლობა კომპანიებთან, რომელთაც შეეძლებათ ათი მზრუნველობამოკლებული ბავშვის რამდენიმე დღით საკვებით უზრუნველყოფა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.