პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი დღეს გამოსცა.
შეწყალებული 155 მსჯავრდებულიდან 105 სრულად არის შეწყალებული და საპატიმროებს დღეს დატოვებს, რაც შეეხება დანარჩენ 50-ს, მათ სასჯელი შეუმცირდათ. სრულად შეწყალებული 105 მსჯავრდებულიდან 8 ქალია.
როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, შეწყალების კომისიამ 21-22 თებერვალს სულ 1178 პირის საქმე განიხილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.