ზაზა კედელაშვილი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან მისი კავშირის შესახებ კახა კალაძის ბრალდებებს პასუხობს
23-05-2016, 06:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ნაციონალური მოძრაობის” დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა კედელაშვილი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან მისი კავშირის შესახებ ვიცე-პრემიერის კახა კალაძის და უმრავლესობის წევრების ბრალდებებს პასუხობს და მათ განცხადებებს ”სრულიად უსაფუძვლოს” უწოდებს.


კედელაშვილის განცხადებაში ნათქვამია, ”ქართულმა ოცნებამ” პროვოკაციის მოსაწყობად გუშინ სპორტსმენები გამოიყენა, რაც  მას ამაზრზენად მიაჩნია.


”მე ზაზა კედელაშვილი, როგორც ყველა მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენი, ვემიჯნები და ვგმობ ყოველგვარ ძალადობას. თავს ვიკავებდი ვაი პოლიტიკანების ცილისმწამებლური განცხადებების კომენტირებისგან, თუმცა გუშინ მომხდარ ფაქტს და ჩემს მიმართ გამოთქმულ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას ნამდვილად ვერ დავტოვებ რეაგირების გარეშე. მე როგორც ქართველს, ყოფილ სპორტსმენს, ამაზრზენად მიმაჩნია სპორტსმენთა გამოყენება მსგავსი სახის პროვოკაციებში, რაც ”ქართულმა ოცნებამ” გააკეთა სოფელ კორცხელში. ასევე მინდა ვთხოვო სამართლიანად აღშფოთებული საზოგადოების დიდ ნაწილს, თავი შეიკავონ მთლიანად სპორტული ოჯახის შეურაცხყოფისგან, რადგან ის მცირე ჯგუფი ხელისუფლების მიერ ზონდერ ჯგუფებად გამოყენებული სპორტსმენები ნამდვილად არ წარმოადგენენ ქართული სპორტული ოჯახის სახეს და მითუმეტეს, არ გამოხატავენ მათ აზრს. მე კი, ისე როგორც ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, ვიდექი და ვდგავარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე”, - აცხადებს კედელაშვილი.


”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ”ნაციონალურ მოძრაობას” გუშინ სოფელ კორცხელში ”ზაზა კედელაშვილს ”ზონდერდაჯგუფება” ჰყავდა ჩაყვანილი და ამის მტკიცებულებებს, მათ შორის ფოტო სურათებს ისინი მოგვიანებით წარადგენენ.

 

კომენტარები: 601
#1   Damion
      
Thanks for finally writing about >ზაზა კედელაშვილი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან მისი კავშირის შესახებ კახა კალაძის ბრალდებებს პასუხობს » GUARDIAN.GE <Loved it!

My web blog: Franchesca
21 დეკემბერი 2021 10:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი