„ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე! - ასეთი იყო ყოველთვის ჩემი შინაგანი განწყობა, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რაც ციხეში გავატარე, როგორც რუსული ჰიბრიდული ომის ტყვემ სხვა თანამებრძოლებთან ერთად, წერს „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია.
მისი თქმით, „ჩვენ რუსული ჰიბრიდული ომის ტყვეები ვართ".
„ომის, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო 2012 წლის არჩევნები - საქართველოს მარცხი რუსეთთან.
მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის და არჩევნების ილუზიები მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდული ომის ძლიერ და ცინიკურ კომპონენტებად იქცა, საბოლოო გამარჯვება ამ დიდ ომში რუსეთთან მაინც ჩვენს მხარეს, საქართველოს მხარეს იქნება“, წერს ბაჩო ახალაია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.