თბილისში N140 მარშრუტს დღეიდან ლურჯი „MAN”-ის მარკის ახალი ავტობუსები ემსახურებიან. მარშრუტი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობს.
18 ივლისიდან - დიდ დიღომში ახალი, თანამედროვე ავტობუსების ბაზის გახსნის შემდეგ, „MAN”-ის ავტობუსები უკვე 5 მარშრუტს ემსახურებიან: N14, 21, 24 88 და N140.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს ხანში „MAN”-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.