"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე "რესპუბლიკელი" მინისტრების თანამდებობებიდან შესაძლო გადაყენების საკითხზე კომენტარს აკეთებს. მას არ ჰგონია, რომ "მთავრობის შემადგენლობაში იმ რაოდენობით მოხდეს ცვლა მინისტრების, რომ ამან მთავრობისთვის ნდობის საკითხის დასმა გამოიწვიოს."
"მსგავსი საუბარი მე მესმის ძალიან დიდი ხანია, ფაქტობრივად მას მერე, როგორც კი ისინი დაინიშნენ მინისტრებად - იმის მერე სულ არის ამაზე ლაპარაკი, ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, მე ამასა ვერ ვხედავ, და სიმართლე გითხრათ, მე არა მგონია რომ მთავრობის შემადგენლობაში იმ რაოდენობით მოხდეს ცვლა მინისტრების, რომ ამან მთავრობისთვის ნდობის საკითხის დასმა გამოიწვიოს," აცხადებს ხმალაძე "რუსთავი 2" -თან საუბარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.