ხელისუფლება ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, არ ასაჯაროვებს, - აღნიშნული განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
”საკანონდებლო ცვლილებების მიზანი, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შემცირებაა. პროცედურული საკითხების ისე გადაკეთება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეფექტური არ ყოფილიყო. პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო და სამწუხაროდ, პირველი მოსმენის შემდგომი ტექსტი არც ჩემთვისაა ხელმისაწვდომი. იმედია, ჩვენს უცხოელ მეგობრებს მაინც მისცემენ ტექსტს, რომ ასე დამალულად არ მიმდინარეობდეს მუშაობა”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენის დროსაც იყო ისეთი ფაქტები, რაც არასამთავრობო სექტორის მხრიდან უარყოფითად შეფასდა.
”მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა არ იყო დამოკიდებული სასამართლოზე. დღეს არსებული რეგულაციებით, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ გადაწყვეტილებას, ის მაშინვე შედის ძალაში. ახალი რეგულაციით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოში უნდა გამოქვეყნდეს და შემდეგ შევა ძალაში. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება დაგვიანებით ან საერთოდაც არ გამოქვეყნდეს. საკანონმდებლო მაცნემ შეიძლება თქვას, რომ ფორმალურად არ შეესაბამება გადაწყვეტილება კანონმდებლობის მოთხოვნებს”, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივაში კიდევ არის უამრავი სხვა პროცედურული საკითხი, რომლებიც ხელს შეუშლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში მალე შესვლას.
”ვფიქრობ, ეს მოკლევადიან პოლიტიკურ მიზნებს ისახავს და რატომღაც შიში არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საშიში არის ხელისუფლებისთვის, მაგრამ ეს ცუდია ქვეყნის პრესტიჟისთვის, რადგან ამის გამო აკრიტიკებენ პოლონეთის კანონდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, ასევე სხვა ქვეყნებს და ჩვენც იმ ქვეყნების რიგებში მოვხვდით, სადაც ცნობილია, რომ ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები შეამციროს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.