გურამ ადამაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია
15-06-2016, 03:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობას არ ადასტურებს.შესაბამისად, მისი თქმით, მერაბიშვილის გათავისუფლებაზე საუბარი უხერხულია.

 


„მე გავეცანი გადაწყვეტილებას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და მსგავსი რამ არსად არ არის ნათქვამი. არც ის წერია, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. დოკუმენტში საუბარია, რომ 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო. ვფიქრობ, ამ თემით სპეკულირება გარკვეული ადამიანების ინტერესებში შედის. მინდა მოვუწოდო მათ, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნუ ისაუბრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია და პოლიტიკოსები თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ ხშირად გარკვეულ ინტერპრეტირებას ახდენენ ამა თუ იმ საკითხის, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი ავტორიტეტული ორგანოს, როგორიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო გახლავთ, გადაწყვეტილებაზე დამახინჯებულად ან კონტექსტიდან ამოგლეჯილად საუბარი მიზნად მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“,-განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

 


„პოზიცია“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო გარკვეულ დარღვევებზე მიუთითებს, ეს ქართულ მართლმსაჯულების საქმიანობას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ მაინც არ აყენებს.

 


„ვანო მერაბიშვილი ბევრი გარემოების გათვალისწინებით დააპატიმრეს. მის წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულება არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო გარკვეულ დარღვევებზე მიუთითებს, ეს ქართულ მართლმსაჯულების იმიჯს ეჭვქვეშ მაინც არ აყენებს და შესაბამისად, მერაბიშვილის ამჟამინდელ სამართლებრივ მდგომარეობაზე გავლენას ვერ იქონიებს“,-განაცხადა მან.

 


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გუშინ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც 2013 წლის მაისში დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდა, არის კანონიერი. თუმცა დოკუმენტში საუბარია დარღვევებზე. კერძოდ კი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტზე (ო. ფარცხალაძე − დ. დარბაისელის ეპიზოდი პატიმრის საკნიდან სავარაუდო გაყვანის შესახებ) და 2013 წლის სექტემბრის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, რა დროსაც ივანე მერაბიშვილმა მოითხოვა 2013 წლის 25 სექტემბერს მისი წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა, სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა უარყო ზეპირად ერთი მარტივი ფრაზით და უარი სათანადოდ არ დაასაბუთა.

 

 

 

კომენტარები: 63
#3   Richie
      
References:


Anavar pictures before after

References:
lovebookmark.win
20 იანვარი 2026 18:15
#2   Madeleine
      
pros of steroids

References:
may22.ru
19 იანვარი 2026 13:00
#1   nika
      
cxadia es asec aris da strasburgi sasamrtlos daskvnas vinc gaecnoba sul rom ver erkveodes samarTlebriv sakiTxebshi icis ki mixvdeba rom merabishvilis strasburga politikur patimrad ar scno

მერაბიშვილი ვერასოდეს ვერ იქნება პოლიტიკური პატიმარი. ეს ნაციონებმაც ძალიან კარგად იციან. მათი ეს გამოსვლები და დამეგოგია რომ ცდილობენ ხალხს მერაბიშვილი წამებულად წარუდგინონ წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. ქართველ ხალხზე კარგად არც სტასბურგის სასამართლომ იცის რა კრიმინალია მერაბიშვიული და არც ჟენევის კონვენციამ
15 ივნისი 2016 05:03
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი