პაატა ბურჭულაძე: მე ნამდვილად არ შემიძლია კარი დავუხურო იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა
18-08-2016, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ნამდვილად არ შემიძლია კარი დავუხურო იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, - აღნიშნული განცხადება პოლიტიკური პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ”TV პირველთან” საუბრისას გააკეთა.

 

 

”ჩემი პირველი ნაბიჯი, როდესაც ფეხი შემოვდგი პოლიტიკაში, მაშინ ვთქვი, რომ ჩვენი კარები ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს წინსვლა და მისი აზრები ემთხვევა ჩვენს ხედვებს. ორი დღის წინ მოვიდა ასეთი შემოთავაზება, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან გაერთიანება, ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა. ჩვენ ეს განვიხილეთ გუნდში. გუნდმა აღიქვა უმეტესად ძალიან დადებითად, ასე მოხდა დღევანდელი დღე. მე ამაში ვხედავ მარტო დადებითს. მერაბ მეტრეველი არ იყო მაინცდამაინც კმაყოფილი ამ ყველაფრის, ხათუნა ლაგაზიძე ნამდვილად თავის საქმით არის დაკავებული. ხათუნა ძალიან მომხრეა, რაც დღეს მოხდა”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

 

 

პლატფორმის ლიდერმა უარყო, რომ მერაბ მეტრეველმა პარტია დატოვა.

 

 

”მერაბთან საუბარი გვქონდა. უბრალოდ, არ იყო კმაყოფილი. მას სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა თუ რა მიმართულებით ვიქნებოთ, ჩვენ ვიქნებოდით მარტო, მაგრამ მე ნამდვილად არ შემიძლია კარი დავუხურო იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა და უნდა, რომ წინ წავიდეს ქვეყანა. მართლაც, დღეს ჩვენი გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა. 

 

კომენტარები: 61
#1   თამო
      
წარმატებები მინდა გისურვოთ ბატონო პაატა, ტქვენს გაერთიანებასთან ერთად!
18 აგვისტო 2016 14:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი