ჟურნალისტის, მოძრაობის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილი წევრის, მერაბ მეტრეველის განცხადებით, მან მოძრაობა „გირჩთან“ და გიორგი ვაშაძის პარტიასთან გაერთიანების გამო დატოვა და ახლა ესენიც დაიშალნენ.
ამის შესახებ მერაბ მეტრეველი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„კაცო, მე პარტია „გირჩთან“ და ვაშაძესთან გაერთიანების გამო დავტოვე და ეგენიც არ დაიშალნენ?!“-წერს მერაბ მეტრეველი.
გუშინ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მერაბ მეტრეველი იყო ერთადერთი პიროვნება, რომელმაც პარტია „გირჩის გამო დატოვა და მას სურს, რომ მერაბ მეტრეველი მის მოძრაობაში დაბრუნდეს.
„მერაბი არის პატიოსანი და ვაჟკაცი ადამიანი. მე მერაბს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემი კარი მისთვის ყოველთვის ღიაა. თუ ის დაბრუნდება, ჩემთვის იქნება დიდი პატივი“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
თავად მეტრეველი კი აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიაში დაბრუნებაზე არ ფიქრობს.
საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ გუშინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა, „გირჩმა“ დატოვა. ამასთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
თუმცა, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა განაცხადა, რომ „გირჩი“ სიიდან თავად ამოიღო, რადგან დარწმუნდა, რომ იგი ყოფილი პრემიერ მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსდებოდა. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და იგი არც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და არც ბიძინა ივანიშვილის სატელიტი არ იქნება.
საარჩევნო ბლოკიდან „გირჩის“ გასვლის თუ „გაშვების“ შემდეგ, შესაძლოა, ბლოკს კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტი, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ გამოაკლდეს. როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, მას პრობლემა არ აქვს გიორგი ვაშაძესთან, თუმცა, იგი ჯერ კიდევ ფიქრობს, დარჩეს თუ არა მის ბლოკში. ბურჭულაძემ არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა, ბლოკი ვაშაძემაც დატოვოს, თუმცა მას ვაშაძის მის გუნდში დარჩენა სურს.
„ახალი მემარჯვენეები“ კი საარჩევნო ბლოკის დატოვებას არ აპირებს. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, არანაირი კითხვის ნიშანი მისი პოლიტიკური გუნდის ბლოკში დარჩენასთან დაკავშირებით არ არსებობს.
„გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ პაატა ბურჭულაძის პარტიაში მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გაერთიანდნენ. მოგვიანებით კი, 4 სექტემბერს, ბლოკს პარტია „რეფორმატორებიც“ შეუერთდა.
აღნიშნული პარტიების ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პარტია ასეულობით წევრმა დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.