საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს ესტუმრა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზი ავარიულობის გამო წლებია არ ფუნქციონირებს. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მოამზადა შენობის სარეაბილიტაციო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა - 258 ათასი ლარი გამოყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. შეკეთდება სახურავი, მოეწყობა ფასადი, ინტერიერი, განათება, გათბობა, ასევე, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის მისასვლელი პანდუსი. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.