თერჯოლის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოდან“, ბონდო სოფრომაძემ სოფელ თუზის ამომრჩევლებს უთხრა, რომ იმის გამო დათმო დედაქალაქში თანამდებობა და პედაგოგიური მოღვაწობა, რომ სურს თერჯოლა „ერთ-ერთი მოწინავე რაიონი“ გახდეს ქვეყანაში. მან მოსახლოებას განუცხადა, რომ 20 წლის განმავლობაში, რაც თერჯოლის რაიონი დატოვა, „ყოველთვის ვიყავი ერთ-ერთი თქვენგანი, გულითაც და რეგისტრაციის ადგილითაც“.
„მე თქვენთან მოვედი მმართველი გუნდისა და თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის სახელითა და ნდობით. თუ ჩემს ბიოგრაფიას გადახედავთ, ნახავთ, რომ თანამდებობები ჩემთვის უცხო არ არის. მე დავტოვე დედაქალაქი, დავტოვე პედაგოგიური მოღვაწეობა, თანამდებობასთან ერთად, და დღეს ვდგავარ აქ, თქვენს წინაშე, ჩემო მეზობლებო და მეგობრებო. მთელი ამ 20 წლის განმავლობაში, რაც დავტოვე თერჯოლის რაიონი, ყოველთვის ვიყავი ერთ-ერთი თქვენგანი, გულითაც და რეგისტრაციის ადგილითაც. მოვედი იმისათვის, რომ თერჯოლა გახდეს ერთ-ერთი მოწინავე რაიონი ქვეყანაში და თქვენი დახმარებით მე, ჩემს გუნდთან ერთად, შევძლებ ამას“, ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა ბონდო სოფრომაძემ, შეკრებილ საზოგადოებას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა მეგრელიშვილი წარუდგინა, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.
შეხვედრის დასასრულს თერჯოლის მერობის კანდიდატმა სოფლის ჭიდაობის დარბაზი მოინახულა, აღსაზრდელთა პირობებსა და პრობლემებს გაეცნო.
„მახარებს თქვენი სიმრავლე. გაიზარდეთ ჯანსაღები, სპორტულები, ძლიერები. თქვენ ის ვაჟკაცები ხართ, ვინც უნდა ასახელოს საქართველო“, მიმართა პატარა სპორტსმენებს ბონდო სოფრომაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.