მას შემდეგ რაც ქარიშხალი „მარია“, 260კმ/სთ სიჩქარის ქარის თანხლებით, დომინიკას დაატყდა თავს, სახურავი გადახადა პრემიერ მინისტრის რეზიდენციას და ქვეყანას „მასშტაბური ზარალი“ მიაყენა, ახლა პუერტო რიკოსკენ მიიწევს.
როგორც „Associated Press“-ი იტყობინება, აშშ-ის ტერიტორიის, პუერტო რიკოს ხელისუფლებამ გააფრთხილა მოქალაქეები, რომლებიც ხისა და თხელი ქაღალდის სახლებში ცხოვრობენ, რომ მონახონ უსაფრთხო თავშესაფრები მანამ, სანამ ქარიშხალი ოთხშაბათს კუნძულზე ჩააღწევს.
„თქვენ უნდა დაექვემდებაროთ ევაკუაციას, სხვაგვარად, თქვენ მოკვდებით“, განაცხადა კუნძულის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისარმა, ჰექტორ პესქუერამ.
„მარიას“ მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-ს შეადგენდა, როცა იგი თავს ფრანგულ ტერიტორიას, დომინიკას დაატყდა.
ქარიშხალ „მარიას“ გამო გაფრთხილებებია გაცემული შეერთებული შტატების და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების, პუერტო რიკოს, გვადელუპეს, დომინიკას, სეინტ კიტსის, ნევისის და მონსტერატის მოსახლოების მიმართ. ტროპიკული შტორმის გაფრთხილებები კი მარტინქუეს, ანტიგუა და ბარბუდას, საბას, სეინტ ეუსტატიუსის, სეინტ მარტინის, სეინტ ლუციას და ანგუილას მცხოვრებლებმა მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.