საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელით, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა.
მთავრობის მეთაური საღამოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებით ვერ დაესწრო.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა, გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უმასპინძლეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით, ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ირაკლი შიხიაშვილმა მიულოცა.
"მე ქედს ვიხრი ბრძოლის ველზე დაცემული ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვეტერანების თავდადება ყოველთვის იქნება ქართული მებრძოლი სულისა და თავგანწირვის ნათელი მაგალითი. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო საპატიოა მათი თავდადება და ძვირფასია თითოეული ვეტერანის სიცოცხლე,"-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.