ტაივანში მომხდარმა ძლიერმა, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჰუალიენში შენობები გადააყირავა. ოფიციოზის ცნობით, გარდაცვლილია სულ მცირე 10 ადამიანი, დაზიანებები აქვს მიღებული 220-ზე მეტ ადამიანს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მძლავრი მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 23:50 საათზე კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 20 კილომეტრში დაფიქსირდა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ არის დაზიანებული გზები, ნაწილობრივ დანგრეულია მაღალსართულიანი შენობები.

საგანგებო სამსახურები იმ ადამიანების გათავისუფლებას ცდილობენ, რომლებიც მომწყვდეულნი არიან სასტუმროში, რომელიც ნაწილობრივ დანგრეულია.
სამაშველო სამსახურები ნანგრევებში მოყოლილთა ამოყვანას ცდილობენ. ამ დროისთვის 27 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ერთი წლის წინ, 2016 წელს მომხდარ ანალოგიური სიმძლავრის მიწისძვრას ტაივანში 116 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.