თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მამაკაცის ცხედარი მის ეზოში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოკლული ვაჟა თორაძე პოლიციის ყოფილი თანამშრომელია და ამჟამად ფერმერულ მეურნეობას ეწეოდა. მათივე ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სწორედ გარდაცვლილის ფერმაში მუშაობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.