ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის „დანა“ ბატარეისა და ამავე ბრიგადის 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის საველე სწავლება დასრულდა.
2-კვირიანი საველე სწავლება ჯავშანსატანკო ეკიპაჟების მომზადებას, ასევე საარტილერიო ქვედანაყოფის წვრთნასა და შეფასებას ითვალისწინებდა. საველე სწავლება საკვალიფიკაციო სროლებით დასრულდა.
სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს. II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო და ჯავშანსატანკო ქვედანაყოფები გეგმიურ საველე სწავლებებს მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად მომავალშიც გააგრძელებენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.