ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბრის დასახელებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
გიორგი ვოლსკის თქმით, ცესკო-მ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
„ცესკო იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. „ქართულ ოცნებას" ან სხვა პარტიებს რომელი თარიღი აწყობდათ ეს კიდევ საკითხავია", განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, როცა პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გუშინ, 14 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დაასახელა მაშინ, როდესაც ცესკოს-ს თარიღი ოფიციალურად გამოცხადებული არ ჰქონდა.
„შეიძლება რაღაც მოსაზრება თქვა კახა კალაძემ, რაც აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო ვიღაცასთან შეთანხმებული", უთხრა ვოლსკიმ „რუსთავი 2"-ს.
პარტიის გენერალურმა მდივანმა გუშინ ჟურნალისტებთან „ედისონ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას თქვა:
„28 ნოემბერს, არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც დღეს „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა".
მოგვიანებით კი, კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხზე დამატებითი განმარტების გაკეთებისას აღნიშნა:
„დილიდან ცნობილია და ცესკოს დღის წესრიგში აქვს, რომ საღამოს იქნება არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე. შესაბამისად გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები თარიღის დასახელებათან”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.