ნათელაშვილის 5-მილიონიანი სახლი ბაზალეთში? - "საზოგადოება შოკში ჩავარდება, როდესაც გაიგებს მისი ვოიაჟების შესახებ"
15-07-2015, 02:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილი-ნათელაშვილის ფარული თანამშრომლობის შესახებ, დღეს უკვე ღიად საუბრობს პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, რომლის განცხადებით, შალვა ნათელაშვილმა სააკაშვილის დაფინანსებით ბაზალეთზე 5 მილიონ დოლარად ღირებული სასახლე აიშენა. მეტიც, შატბერაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში, ნათელაშვილს  7-ოთახიანი დუპლექსის ტიპის ბინა უყიდა. დაინტერესების შემთხვევაში, შატბერაშვილი მზად არის, პროკურატურას მტკიცებულებები წარუდგინოს, თუმცა, მანამდე, for.ge დაინტერესდა პირველი ლეიბორისტის პოლიტიკური ინტრიგებით, რაზეც მისი პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი გვესაუბრა.

სოსო შატბერაშვილი: შალვა ნათელაშვილს ბაზალეთში აქვს მამისეული სახლი, თუმცა, გვერდით აიშენა ახალი სასახლე. როდესაც ის აცხადებს, რომ ეს არის ჩემი მამა-პაპისეული სახლი, არ არის სწორი. მამა-პაპისეული სახლის გვერდით აიშენა სრულიად ახალი სახლი იმ ფულით, რომლითაც დააფინანსა მიხეილ სააკაშვილმა. ეს სახლი 5 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

რა ინტერესი გააჩნდა სააკაშვილის, რომ დაეფინანსებინა ნათელაშვილი, რომელიც ღიად იყო დაპირისპირებული მასთან ყოველ შემთხვევაში, ასე იცოდა საზოგადოებამ...

- ჩვენ ვიყავით შეურიგებელი ოპოზიცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ზურგს უკან მოხდა სააკაშვილთან გარიგება. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, გაირკვა, რომ ივანიშვილის ლანძღვა და მასთან დაპირისპირება ძალიან უღირდა სააკაშვილს და ჩვენს ზურგს უკან დაიწყო ნათელაშვილის დაფინანსება. დამფინანსებელიც გავარკვიეთ, ეს გახლავთ ისრაელის მოქალაქე, ანატოლი მოტკინი.

ვინ არის ანატოლი მოტკინი?

- ის არის თაღლითი ადამიანი. ფულად ურთიერთობებში არის შუამავალი. ნათელაშვილმა არც დამალა, რომ ანატოლი მოტკინს მოჰქონდა მასთან ფული. პირველად ავსტრიაში მიუტანა ფული, შემდეგ უკვე, 2011-2012 წლებში ეს პიროვნება სისტემატიურად მოდიოდა ჩვენთან ოფისში და მოჰქონდა ფული, ხოლო ნათელაშვილის ანგარიშებზე გაჩნდა ექვსნიშნა ციფრიანი თანხები, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ.

როდესაც ამბობთ, რომ ფული მოჰქონდა, თქვენ ამის თვითმხილველი ხართ?

- ამის თვითმხილველი ვიყავით ყველა. მოტკინს ტყავის ჩანთით დაჰქონდა ფული. შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ ვიპოვე დამფინანსებელი და მადლობას ვუხდი დიდ ებრაელ ხალხს, რადგან ისევ ებრაელებმა დაგვაფინანსეს უანგაროდო. თუმცა, შემდეგ თქვა, რომ თურმე ეს უანგარო, არც მთლად უანგარო ყოფილაო.

რას გულისხმობდა?

- ნათელაშვილმა თქვა, რომ ამ დაფინანსებაში ანატოლი მოტკინი იღებს 30% და ეს არის 2 მილიონიო. სწორედ ამის შემდეგ დაიწო იმ პატარა კოტეჯის თავბრუდამხვევი სისწრაფით, წარმოუდგენელი მასშტაბის მშენებლობა. რაც მთავარია, პარტიაში გაჩნდა ფინანასები, დაიწყო ამ ფულის დარიგება და შემდეგ გავარკვით, რომ თურმე, ეს ყველაფერი მოდის მიხეილ სააკაშვილისგან. როდესაც პოლიტკომიტეტის სხდომა მოვიწვიეთ და პირდაპირ მოვთხოვეთ პასუხი, მან განაცხადა, რომ მაფინანსებს ანატოლი მოტკინი და არ უარვყოფ, შეიძლება, ის ვანო მერაბიშვილის ბიზნეს პარტნიორიც არისო. მას არ უარყვია, რომ კავშირში იყო მერაბიშვილთან. სამწუხაროა, რომ ამით არ ინტერესდება პროკურატურა და ამ ადამიანებს არ იბარებენ პროკურატურაში.

ნათელაშვილის დაკითხვას ითხოვთ?

- დიახ. თქვენი გამოცემის საშუალებით მოვითხოვთ პროკურატურისგან, რომ დაიკითხოს შალვა ნათელაშვილი, ასევე ისრაელის მოქალაქე ანატოლი მოტკინი და მათ შორის ჩვენც.

რაც შეეხება დაფინანსებას, მუდმივად იყო ინფორმაცია, რომ ნათელაშვილი არ იყო რეალურად სააკაშვილთან დაპირისპირებული. ასევე იყო ინფორმაცია, რომ ნათელაშვილი გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საარჩევნო სიებში სვამდა ხალხს. იმ ხანად ამბობდნენ, რომ ფრიდონ ინჯიაც ამ გზით მოხვდა ლეიბორისტების სიაში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, სააკაშვილის ხელისუფლება ხელს უწყობდა „ლეიბორისტებს“, რასაც ვერ ვიტყვით სხვა პარტიებზე. თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?

- იმ პერიოდში, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, პირადად მე და ჩემი თანამებრძოლები არ ვიყავით პარტიის ხელმძღვანელები. მაშინ ჩვენ ვიყავით რეგიონალური კოორდინატორები და არ მიგვიწვდებოდა ხელი ინფორმაციაზე, რა პრინციპით დგებოდა სია. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციები მოდიოდა ჩვენამდე, მაგრამ არ ვიჯერებდით და არც გვინდოდა დაგვეჯერებინა, თანაც ყოველგვარი საბუთის გარეშე. როდესაც რეალური ფაქტები მოვიპოვეთ, მაშინ მოვიწვიეთ სხდომა და ნათელაშვილს მოვთხოვეთ პასუხი.

რა პასუხი ჰქონდა ნათელაშვილს?

- როდესაც სააკაშვილთან ალიანსის დამადასტურებელი საბუთები დავუდეთ, გვითხრა, რომ ყრილობის მოწვევაც არ გინდათ, გადავდგებიო, მაგრამ მოგავტყუა და არ გადადგა. რადგან არ გადადგა, უმრაველსობამ დავტოვეთ პარტია.

ანუ, თქვენც გაქვთ ინფორმაცია, რომ პარტიული სიის შედგენაში ფულს იღებდა?

- იყო ლაპარაკი, რომ სიაში ჩაწერა ხდებოდა თანხის გამო. მაგრამ, დაუდასტურებელ ინფორმაციას არ ვეყრდნობოდით. საარჩევნო სიაში ჩაწერილი იყო ვინმე თევდორაძე, რომელიც პარტიის წევრი იყო მესხეთ ჯავახეთიდან, 2011 წელს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ბატონი ვანო მერაბიშვილის ნათესავი ყოფილა და მას გაუღია პარტიის დასაფინანსებელი თანხები.

ნათელაშვილი რომ სააკაშილთან არ იყო დაპირისპირებული, ეს ხშირად მისი ქმედებითაც დასტურდებოდა. რადგან ნათელაშვილი უპირისპირდებოდა იმ გუნდს, ან პიროვნებას, რომელსაც ურთერთობა ეძაბებოდა სააკაშვილთან. ამის ერთ-ერთი მაგალითია, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის სახლთან აქციის მოწყობა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს აქცია დაფინანსებული იყო სააკაშვილის მხრიდან, ანუ მის ინტერესში შედიოდა აქციის გამართვა ჩოჩელის სახლთან. თქვენც ამ აქციის მონაწილე ხართ, რას იტყვით?

- ნამდვილად, მეც ვიყავი ამ აქციის მონაწილე, მაგრამ რა დაფინანსება უნდოდა ცეზარ ჩოჩელის სახლთან ჩატარებულ აქციას. შეიძლება სააკაშვილის მოთხოვნით ჩატარდა და არა მისი დაფინანსებით. 100 ლარზე ძვირი არ დამჯდარა ის აქცია. ჩვენ მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ნათელაშვილი ნამდვილად ფინანსდებოდა სააკაშვილის მხრიდან, მისი სატელიტი იყო, როგორც დღეს და არ გამოვრიცხავ, რომ მისი ყველა წინა აქცია და აქტიურობა სააკაშვილთან შეთანხმებით ხდებოდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ნათელაშვილი რამდენჯერმე იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში და გამართა მაღალი დონის შეხვედრები. ნაციონალების მსგავსად, ლეიბორისტების ლიდერიც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და, რომ ქვეყანას მართავს ოლიგაქრი. ამ შემთხვევაშიც სააკაშილის თამაშს თამაშობს ნათელაშვილი?

- უკვე აღარც არის თამაში. მას გახსნილი აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერი, როგორც საკუთარი ტელეკომპანია. როდესაც ჩვენ მართლა დაპირისპირებული ვიყავით სააკაშვილთან „რუსთავი 2“ ჩვენთვის იყო გადაკეტილი და არც კი გვაშუქებდნენ. ჩვენთვის ღია იყო მხოლოდ „იმედი“, მაგრამ როდესაც დაარბიეს და წაართვეს პატარკაციშვილს, ისიც დაიკეტა. როგორც კი შეეკრა სააკაშვილს, მაშინათვე სააკაშვილის ტელეკომპანიები გაიხსნა მისთვის.

ერთი საინტერესო დეტალის შესახებ მინდა გავაკეთო განცხადება, შალვა ნათელაშვილს ავსტრიის დედაქალაქში ვენაში, 7 ოთახიანი დუპლექსის ტიპის ბინა უყიდა მიხეილ სააკაშვილმა, დღესაც იქ ბრძანდება ნათელაშვილი ოჯახთან ერთად. საზოგადოება შოკში ჩავარდება როდესაც გაიგებს მისი ვოიაჟების შესახებ. ჩვენ დოკუმენტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას როგორ სასტუმროში ცხოვრობდა და რამდენს იხდიდა ნათელაშვილი. ასევე, როგორი ძვირადღირებული ბილეთებით დაბრძანდებოდნენ ის და მისი მეუღლე უცხოეთში.

ძალიან სერიოზულ ბრალდებებს უყნებეთ თქვენი ყოფილი პარტიის ლიდერს. გაქვთ მტკიცებულებები რითიც შეძლებათ ამ ბრალდებების დამტკიცებას?

- რა თქმა უნდა. მინდა, რომ მიჩივლოს კიდეც ნათელაშვილმა, მაგრამ არ მიჩივლებს, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია. მინდა, რომ ამ ინფორმაციით დაინტერესდეს პროკურატურა და ჩემი ინტერვიუ ჩათვალოს როგორც განცხადება და დაინტერესდნენ ყველაფერ ამითი, დაიბარონ და დაკითხონ შალვა ნათელაშვილი. ამ საკითხებთან დაკავშირებით, დაახლოებით 2 თვის წინ, გამოვიწვიე სატელევიზიო დებატებში, მაგრამ სრული დუმილია მისი მხრიდან.

თამთა ქარჩავა

წყარო for.ge

 

 

 

კომენტარები: 74
#14   merabi
      
უნახავა რა ნახაო,თავის დდდდ,,ცოდოა ეს სირი მაგანაც ხომ რამე ნახოს,სულელი,უნამუსო,გამოუსვლელი,მოკლეთ,აგენე რამდენიც გინდა,,სააკიანმა გადაუსხა სისხლი,,და ეხლა უკვე ფეხებზე ჰკიდია საქარტველო ლიჯბი თავის ოჯახი იკოს კარგათ
23 მარტი 2017 13:53
#13   ია
      
კომენტარების და პოსტის ავტორებთან მაქვს შეკითხვა; დღეს ,13 ში 1 წელი გავიდა წყალდიდობიდან...რომელიმე თუ გააშუქეთ და დაგმეთ მთავრობის უმოქმედობა და უუნარობა..რამდენი ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი ხცდებით? რაში გაინტერესებთ..ისევ ნაციონალები გგონიათ მმართველები და ისევ ოპოზიციაში თქვენი დაბოღმილი თავები...
12 ივნისი 2016 23:12
#12   გიორგი
      
სააკაშვილი და მისი ძუკნები ჰააგის ტრიბუნალის საბრალდებო სკამზე!
12 ივნისი 2016 13:36
#11  Tina
      
გამწარებული კაცის წუწუნი!!!! ეტყობა იმდენი არ მიეცა რასაც ითხოვდა. პარტიაში ხომ კარგად იყო, როცა იყო! ო რა აუტანელია ჯერ ქალი ჭორიკანა და კაცი ხომ საერთოდ! 25 წელია პოლიტიკაშია და დიდი ამბავი სახლი მაინც თუ აქვს წესიერი :) ხალხისთვის მკვდარი პარტია მანახე და მერე ილაპარაკე შატბერაშვილო, დღეს შალვა ბევრს ჯობია საქართველოსთვის!
11 ივნისი 2016 21:01
#10   konstantina
      
ყველა პარტია ჭამს და მდიდრდება.. სერიოზულად ხალხისთვის არავინ ზრუნავს პატიოსანი პარტია არ არსებიბს. ამიტომაც რომ იხოცავენ თავებს სკამებისთვის. აბა გაენაწილებინა შალვას სოსისთვის მაშინვე გაჩუმდებოდა. ეგ სოსოც ძაან დიდი გველია არა ნაკლები შალვაზე.
9 მაი 2016 12:22
#9   George
      
➡ინტერიერის დიზაინი
☎ დაგვიკავშირდით: +995 592 12 67 87
(Interior Design services)
8 მაი 2016 17:16
#8  ნინო
      
არც შალვა ნათელაშვილის და არც ბელა ალანიას სახელზე არ ფიქსირდება საჯარო რეესტრში უძრავი ქონება, თუ აქვთ აგარაკი, თავის სახელზე არ არის, ყოველ შემთხვევაში.
8 მაი 2016 07:22
#7   არჩილი
      
ცოტა სოსოსთვისაც რომ გეწილადებინა, ამდენს ხომ აღარ ილაპარაკებდა. შალვა ეს როგორ შეგეშალა.
16 მარტი 2016 14:01
#6   ანზორი
      
ზღაპრები
4 დეკემბერი 2015 03:32
#5   კახა
      
ამხანაგი შალიკო არის * მშრომეთა პარტიის ბელადუკა * და მას ოგორც ლენინს ფული სჭირდება ))))))))))))) და სულ არ ადარდებს ვინ ჩაუსხამს ჯამში სალაფავს , მისი პარტიის ყველა წევრი გონებრივად განუვითარებელია - ვისაც ეს არ ჯერავს !
3 დეკემბერი 2015 09:44
#4  tina
      
კარგით რა?! ყველა მემწვანილემ, თუ ყასაბმა აიშენეს კოტეჯები , თუ დუპლექსები, შალვასი არავიის არ გაუკვირდება, წადითთ და იმ ღორ ჩოჩელს უჩივლეთ მთელი მცხეთა-თიანეთის გაყვლეფით რომ მოიწყო იმხელა ბიზნესი! თუ ასეთი საეჭვო იყო შალვა-რას ისხედით იმდენი წლები!
3 დეკემბერი 2015 09:02
#3   ჯუმბერ ლომინაძე
      
ბატონი შალვა, რომ მიშისტი იყო ეს ახალი აღმოჩენა არაა ნამდვილად, არც ისა სიახლე როდესაც შალვა კაი მანქანებით დადიოდა და ვაკეში გადაბრძანდა საცხოვრებლად პარტიის წევრები შიმშილით კვდებოდნენ და ბაბუამისების გამონაცვალი შარვალ კოსტუმები ეცვათ. სხვა პარტიების ხელმძღვანელობებს ჩამოვუვლიდი ამ ჟურნალისტის ადგილას და დავინტერესდებოდი ვის რა ბიზნესი აქვს, პ. დავითაია და სხვები
3 დეკემბერი 2015 07:56
#2   nunu
      
ვინ არიცის ლეიბორისტულ- იმორისტული პარტია?მთავარი ფულია აბა რომელი მსახიობი ითამაშებს წინასწარი გარიგების გარეშე?
2 დეკემბერი 2015 22:33
#1   მარინე
      
შოკში ნამდვილად არა ვარ, ქართველი პოლიტიკოსის სტერეოტიპი, არ მიკვირს, არ არის ეს არც პირველი და არც ბოლო – სამწუხაროდ!
2 დეკემბერი 2015 16:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი