სამი ბრიტანელი ტურისტი, მათ შორის ბავშვი, დაიღუპა მას შემდეგ, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ისლანდიაში ხიდის გადაკვეთისას მოაჯირებს შეასკდა და ხიდიდან გადავარდა.
მათ ავტომანქანას - 4x4 - შვიდი ბრიტანელი გადაჰყავდა, როდესაც, 9:30 საათზე გრინვიჩის დროით, ინციდენტი მოხდა, იტყობინება BBC ისლანდიის პოლიციაზე დაყრდნობით.
პოლიციის ცნობითვე, ავტომანქანაში მყოფ სხვა 4 მგზავრს კრიტიკული დაზიანებები აქვს მიღებული და ისინი საჰაერო ტრანსპორტით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მათ შორის ვისაც სერიოზული დაზიანებები აქვთ ორი ბავშვიცაა - 7-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვები.

Toyota Land Cruiser-ი სამხრეთ ისლანდიაში ერთხაზიან ხიდზე მოაჯირებს შეასკდა, გაარღვია დამცავი ზღუდეები და დაახლოებით 8 მეტრის სიმაღლიდან მდინარის ქვიშიან კალაპოტში ჩავარდა.
პოლიციის განცხადებით, გზა მოყინული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხიდის ზედაპირი, რომელიც ფოლადისაგანაა გაკეთებული, შესაძლოა ჰაერის მაღალი ტენიანობის გამო მოყინულიყო.
ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა ტურის გიდი ადოლფ ერლინგსონი იყო, რომელმაც BBC-ის ახალ ამბებს უთხრა, რომ მისი ღრმა რწმენით, მძღოლმა კონტროლი დაკარგა.
ერლინგსონის თქმით, მანქანამ „გაარღვია ჯებირები და მდინარის კალაპოტში ჩავარდა“.
„მდინარის კალაპოტი ქვიშიანია, იქ მდინარე არ ჩამოედინება, ასე რომ, მანქანა წყალში არ ჩაძირულა. ის მხოლოდ ქვიშიან ზედაპირზე ჩავარდა და სრულად დაილეწა“, განაცხადა მან.
მისივე თქმით, ის გადმოვიდა თავისი ფურგონიდან და დახმარების აღმოსაჩენად დაბლა ჩავიდა.
„ავტომანქანა სრულად იყო დამტვრეული. როცა მე ჩავედი იქ, ოთხი ადამიანი ავტომანქანის გარეთ იყო, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაცვლილი იყო, სამი კი მანქანაში იყო გაჭედილი.
„მძღოლი გადარჩენილი იყო და გაჭედილი იყო საჭის ქვეშ. ჩვენ ვცდილობდით მანქანიდან მათ გადმოყვანას და შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით. ძალიან რთული მდგომარეობა იყო“.
მან თქვა, რომ ესაუბრა ზოგიერთ მგზავრს, რომლებიც „ნახევრად გონებაზე“ იყვნენ და დაამატა: „მე ვცდილობდი მძღოლს დავლაპარაკებოდი და დამემშვიდებინა ის“.
მომხდართან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისმა განცხადება გაავრცელა: „ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ რამდენიმე ბრიტანელის ოჯახს, რომლებიც საგზაო ავარიაში მოჰყვნენ ისლანდიაში და მჭიდრო კავშირზე ვართ ისლანდიის ხელისუფლებასთან“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.