შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ გამოაცხადა, თუმცა შემდეგ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში შესწორება შეიტანა.
ბაიდენს შეცდომა თავის მშობლიურ შტატ დელავერში სადილზე 1 000 დემოკრატისადმი მიმართვისას მოუვიდა. მან თქვა, რომ თავისი დოსიე ყველაზე პროგრესულია „მათ შორის, ვინც კენჭს იყრის შეერთებული შტატებისთვის“, შემდეგ კი გაასწორა ნათქვამი და თქვა, „მათ შორის, ვისაც შეიძლებოდა რომ კენჭი ეყარა“.
აუდიენცია ფეხზე წამოდგა და გასძახოდა „იყარე კენჭი ჯო, იყარე“, ბაიდენმა კი საზოგადოებას სიცილით უპასუხა: „მე ამას არ ვგულისხმობდი!“
ქალაქ დავერში პარტიის ბროკერებისა და ლიდერებისადმი მიმართვისას 76 წლის ბაიდენმა განაცხადა, რომ დროა აღდგეს ქვეყნის „მთავარი ფუნდამენტი“, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური შეთანხმება იმისათვის, რომ უკან მოიტოვონ დღევანდელი „მანკიერი“ პოლიტიკური ლანდშაფტი.
ბაიდენმა - რომელიც ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას, 2009-დან 2017 წლამდე ვიცე-პრეზიდენტი იყო - დაამატა, რომ 2020 წლის არჩევნები ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება.
თუკი ბაიდენი გადაწყვეტს კენჭისყრას, მას პრაიმერში საკმაოდ მრავალრიცხოვან კანდიდატებთან მოუწევს შეჯიბრი, რადგან „დემოკრატიულ პარტიაში“ უკვე 15-მა სხვამ უკვე კენჭისყრის თაობაზე თავიანთი პოზიცია გამოხატა. მათ შორის არიან სენატორები ელიზაბეტ უორენი, კამალა ჰარისი და ბერნი სანდერსი, რომელიც 2016 წელს ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა დამარცხდა. გასულ კვირას კი, მათ რიცხვს ტეხასის ყოფილი კონგრესმენი ბეტო ო’რურკი შეუერთდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.