მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ ზუგდიდში მერობის კანდიდატი წარადგინა. „ქართული ოცნების" სახელით ზუგდიდის რიგგარეშე არჩევნებში მერობისთვის გიორგი შენგელია იბრძოლებს.
მერობის კანდიდატი ზუგდიდელებს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარუდგინა.
„თქვენივე რჩევითა და რეკომენდაციით „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად შევარჩიეთ გეგა შენგელია, ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელი. ის შევარჩიეთ სამი პრინციპის გათვალისწინებით. პირველი, არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლაც უნიკალური გამოცდილება. ვკითხოთ ჩვენს თავს, რა სჭირდება დღეს ზუგდიდს. დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, გეგა შენგელია ამას ყველაზე კარგად გააკეთებს. გეგა არის სუფთა წარსულის მქონე და სუფთა პროფესიული წარსულის ადამიანი. ეს ჩემთვის, ისევე, როგორც თქვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაცდომას არავის ვაპატიებთ და გეგა ამ თვალსაზრისითაც უალტერნატივო კანდიდატია. მესამე და ყველაზე მთავარი, გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ისინი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, თითოეული ზუგდიდელი მაისში გააკეთებთ ერთადერთ სწორ არჩევანს და ეს არის „ქართული ოცნება“ და გეგა შენგელია", განაცხადა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.