[ვიდეო] დედაქალაქის მერმა თბილისელებს ახალი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა
08-05-2019, 13:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ახალი, MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. მისი თქმით, მუნიციპალურ ავტოპარკს პირველ ეტაპზე 90 ახალი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი დაემატა, რომლითაც ჩანაცვლდება ამორტიზებული ყვითელი ავტობუსები.

 


„აქედან 50 უკვე დედაქალაქშია და ორშაბათიდან უკვე მოემსახურება თბილისის მცხოვრებლებს. შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება, ამ ავტობუსების შესყიდვა, რომ არა პრემიერ-მინისტრი. მინდა, ბატონ მამუკას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რადგან, როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებ, თუ ცენტრალური ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა არ გაქვს, შეუძლებელია ეს გააკეთო“, აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 


როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 220 ერთეული ავტობუსის შემოყვანაზეც.

 

 

„წლის ბოლომდე ეს 8-მეტრიანი, ISUZU-ს ფირმის ავტობუსები უნდა შემოვიდეს. ამით მთლიანად ჩავანაცვლებთ ყვითელი ავტობუსების პარკს. ასევე, მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს კიდევ დამატებით 200 ერთეული, 12-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. აქედან 100 გაზზე მომუშავე იქნება, 100 კი ელექტრო“, განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერმა თბილისის მეტროზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვას დაიწყებს.

 


„ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვხვდა წილად, რადგან, რაც მეტრო გაიხსნა, 1966 წელს, მას შემდეგ ძირეული რეაბილიტაცია და ცვლილებები არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემები, თუმცა ვართ ძალიან ამბიციურად განწყობილნი. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე უსაფრთხო, კომფორტული და პოპულარული. მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა უკვე მივედით იმ ზღვრამდე, რომ დარჩენილი ვაგონები არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. შესაბამისად, პრემიერისგან თანხმობა მიღებული გვაქვს და მეტროს ახალი ევროპული ტიპის ვაგონების შესყიდვას ვიწყებთ. ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით“, აღნიშნა კახა კალაძემ.

 


ახალი, მწვანე ავტობუსები გათვლილია 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

 


თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება. N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 1 ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

 


მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

 


რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, ისინი გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. MAN-ის ავტობუსების მსგავსად, ISUZU-ს მარკის ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

 


პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და თბილისის რაიონების გამგებლები.

 

კომენტარები: 84
#24   Sibyl
      
References:


Blackjack bomber

References:
pattern-wiki.win
27 იანვარი 2026 12:58
#23   Grazyna
      
References:


Wheel of fortune rules

References:
newmuslim.iera.org
27 იანვარი 2026 11:47
#22   Madeline
      
illegal pre workout

References:
https://freebookmarkstore.win/
27 იანვარი 2026 05:43
#21   Flora
      
effects steroids have on the body

References:
lovebookmark.win
26 იანვარი 2026 14:23
#20   Fredric
      
where can you buy anabolic steroids

References:
https://atavi.com/share/xnrrwnz1l27rg
26 იანვარი 2026 14:16
#19   Lourdes
      
26 იანვარი 2026 04:16
#18   Julienne
      
%random_anchor_text%

References:
bookmarkingworld.review
26 იანვარი 2026 00:07
#17   Georgianna
      
the effects of steroids on the human body

References:
https://lovewiki.faith/wiki/Trembolona_enantato_Comprar_Precio_online_en_Espaa
25 იანვარი 2026 23:53
#16   Manie
      
References:


Blackjack anime

References:
https://googlino.com/
25 იანვარი 2026 20:18
#15   Josefina
      
References:


Hollywood casino mississippi

References:
dentepic.toothaidschool.com
25 იანვარი 2026 09:36
#14   Lucie
      
References:


Best gaming names

References:
stroyrem-master.ru
24 იანვარი 2026 20:28
#13   Lynwood
      
steroid stack for beginners

References:
https://a-taxi.com.ua/
24 იანვარი 2026 14:45
#12   Luigi
      
22 იანვარი 2026 08:04
#11   Ronda
      
supplements like steroids but legal

References:
cameradb.review
21 იანვარი 2026 23:45
#10   Janie
      
References:


Lady anavar before and after

References:
gpsites.stream

References:


Anavar alone before and after

References:
http://hikvisiondb.webcam/index.php?title=lamfrazier2777
21 იანვარი 2026 23:36
#9   Kaylene
      
monster muscle pills

References:
hikvisiondb.webcam
21 იანვარი 2026 01:54
#8   Gia
      
first cycle steroids

References:
dokuwiki.stream
20 იანვარი 2026 20:24
#7   Tania
      
References:


Tualip casino

References:
elearnportal.science
16 იანვარი 2026 23:17
#6   Micheline
      
References:


Casino maryland

References:
https://dokuwiki.stream/
16 იანვარი 2026 20:48
#5   Jocelyn
      
References:


Bwin casino

References:
doodleordie.com
16 იანვარი 2026 20:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი