საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ მის საქციელს გამართლება არ აქვს და გულწრფელად ნანობს იმის გამო რაც მოხდა.
„ნება მომეცით, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო მომხდარი ინციდენტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პოლიციელების ქმედება ატარებდა წინასწარგანზრახული პროვოკაციის ნიშნებს, ჩემს საქციელს – ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომას და გინებას – გამართლება არა აქვს და გულწრფელად ვნანობ.
ვალდებული ვარ, საზოგადოებას ავუხსნა, რა მოხდა. ყოველ წელს ცხრა აგვისტოს ქვიშხეთში აღვნიშნავთ ჩემი ოჯახის ომში გარდაცვლილი მეგობრის, დათო ბლიაძის წლისთავს. როგორც საზოგადოებამ ნახა, სუფრაზე დავლიე. რესტორნიდან გამოსვლისთანავე გამაჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პატრულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. შედეგად, პოლიციამ დამაკავა და მთელი ღამე მატარებდა სხვადასხვა მიმართულებით. ერთ მომენტში ქვიშხეთში დაკავებული აღმოვჩნდი ნაჭარმაგევში და ვიფიქრე, რომ ცხინვალის მიმართულებით მივყავდით.
რაც შეეხება პრემიერმინისტრის მორიგ უტაქტო და არაკორექტულ განცხადებას, მასზე პასუხის გაცემა ზედმეტად მიმაჩნია.
დასასრულს, მინდა მოვუწოდო ყველას, გაათავისუფლონ ჩემი თანამგზავრი, გარდაცვლილი დავით ბლიაძის ბიძაშვილი ელგუჯა ბლიაძე, რომელსაც მომხდარში არავითარი დანაშაული არ მიუძღვის“, – აცხადებს დეპუტატი.
გიორგი კარბელაშვილი სამართალდამცველებმა, 10 აგვისტოს დაახლოებით დილის 01:00 საათზე სოფელ ქვიშხეთთან დააკავეს. იგი და მისი თანმხლები პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით განყოფილებაში გადაიყვანეს. კარბელაშვილი აცხადებდა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ დეპუტატი დაკავებული არ ყოფილა და მან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა.
მოგვიანებით შსს-მ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 9 აგვისტოს ბორჯომი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის ის ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც გადაღებულია საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერით და საპატრულო ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორით.
ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი საპატრულო ეკიპაჟის წევრებს, ასევე, ისინი ხელს უშლიან პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
გიორგი კარბელაშვილის განცხადებები, თითქოს ის ექვსმა საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და გაიტაცა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გათიშეს და მაისური შემოახიეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.