თითქმის 30 წელია, რაც ქართველებს დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს და ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალიან ბევრი ჩვენთაგანი ამას ვერ აცნობიერებს! ამ წლების განმავლობაში, რა არ გადაგვხდა თავს, რა არ გადაიტანა ხალხმა, რანაირი ხელისუფლება არ გვყოლია, ჰოდა, უკვე დროა იმას მივხვდეთ, რომ უწინარესად საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყოთ!
ქვეყნის განვითარებაა აუცილებელი, ყველა სფეროში ეროვნული პროექტების განხორციელებაა საჭირო და არ უნდა ვიყოთ სხვის იმედად, ხელებში არ უნდა ვუყუროთ უცხოელებს, რუსს, ევროპელ და სხვა ქვეყნების ტურისტებს, თუ ვინ რამდენ ვალუტას დახარჯავს საქართველოში! ჩვენს სარწმუნოებასთან ერთად, ქართული განათლება და კულტურაა ჩვენი გადამრჩენელი, ყველაზე "დიდი ფარი", ამიტომ, გლობალიზაციის პირობებში არ უნდა გავითქვიფოთ უცხო კულტურაში, უცხო რელიგიაში, უცხო ცხოვრების წესში, უცხო ღირებულებებში, უცხო ცნობიერებაში! ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული გვაქვს, რუსეთის საოკუპაციო ნაწილები დგანან ჩვენს 2 რეგიონში, ანუ ჩვენი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს საქართველოს დეოკუპაცია და გამთლიანება, ამას კი ომით ვერ მოვახერხებთ, უმნიშვნელოვანესია დიალოგი რუსეთთან...
ჩვენში, ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზას, - "საქართველოსთან რუსეთი კომპრომისზე არ წამოვა"! - დიახ, ეგრე იქნება მანამ, სანამ რუსეთს, რუსული ფულით მოსყიდული, პრორუსული პოლიტიკის "ერთგული ქართველების იმედი აქვს"! ამ საქმეში, ნაკლებს არ ცოდავენ პროდასავლური ხედვის ქართველები, რომლებიც ხაზგასმულად წინააღმდეგი არიან ყოველგვარი დიალოგის! ამასთანავე, ხშირად თავისი არადასავლური ქმედებებით, სწორედ "პროდასავლური პოლიტიკის მიმდევარი ქართველები" ახდენენ დასავლეთის დისკრედიტირებას, ის პოლიტჯგუფები, მასმედია და "ენჯეოები", რომლებიც უხვად ფინანსდებიან დასავლეთიდან! არადა, ქვეყნის გამთლიანების საკითხში დასავლეთის თანადგომა და შუამავლობა რუსეთთან, მათი ურთიერთ შეთანხმება და ამ კონტექსტში საქართველოს უმთავრესი ინტერესის გათვალისწინება, ჩვენთვის დიდად საშური საქმეა!..
სამშობლოს, სუვერენული სახელმწიფოს ერთგულება, სამწუხაროდ, საქართველოში "პოლიტიკურ კატეგორიად", აუცილებლობად არ მიაჩნიათ, მხოლოდ ქართულ სუფრასთან სპეკულირებენ ამით!
P.S. ჰოდა, კარგი იქნება თუ თბილისის ცენტრში ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი ბრწყინვალეს ძეგლს დავდგმათ, რომ ყველამ იცოდეს, როგორც ცივ-გომბორის მთაზე გიორგი ბრწყინვალემ ღალატისათვის დასაჯა საქართველოს იმდროინდელი ორგულები, ასევე დაისჯებიან ქართველი ხალხის მიერ - საქართველოს თანამედროვე ორგულები!
ყოველივე ზევით თქმულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ღერბზე დიდი ილია ჭავჭავაძის წმიდათაწმიდა სიტყვები უნდა ეწეროს, - "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს", - რომ ჩვენში, ზოგიერთებმა "აქეთ-იქეთ ყურებას", მდიდარი და ძლიერი მფარველის (პატრონის!) ძიებას თავი დაანებონ!!!
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.