არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ სოციალურად დაუცველთათვის პროექტების განხორცილებას განაგრძობს. ამჟამად „პოზიცია“ „ქუჩის მუსიკოსებთან“ ერთად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალს, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს ეწვია.
„ქუჩის მუსიკოსებმა“ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის ბინადართათვის კონცერტი გამართეს, არასამათავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ კი მოზარდებს საჩუქრები გადასცა. „პოზიციის“ მიერ ორგანიზებულ დღევანდელ საქველმოქმედო ღონისძიებაში ასევე ჩაერთო ტურისტული კომპანია „ალ-მუსა“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას და მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს ჩაერთონ ქველმოქმედებაში. „სიკეთე გადამდებია“ – მიაჩნიათ „პოზიციაში“.
კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სულ 25 მოსწავლე ჰყავთ, რომელთა ასაკი 6-დან 18 წლამდე მერყეობს. მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „პოზიციამ“ კოჯრის შშმ ბავშვთა სახლისთვის ყურადღების მიქცევა და მოზარდებისათვის ერთი დღის გალამაზება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.