16 წელს მიღწეულთა ქორწინების ერთადერთ საფუძვლად, გოგონების შემთხვევაში - ორსულობა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში - ბავშვის დაბადება განისაზღვრება
14-10-2015, 08:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები, ისიც ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა და ბავშვის დაბადება. უფრო კონკრეტულად კი, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინების ერთადერთ საფუძვლად, გოგონების შემთხვევაში - ორსულობა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში - ბავშვის დაბადება განისაზღვრება


სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებები "სამოქალაქო კოდექსში" და "სამოქალაქო აქტების შესახებ" კანონში შედის.


სადღეისოდ არსებული კანონით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით დაიშვება, ხოლო თანხმობაზე მათ მიერ უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, ე.წ. პატივსადები მიზეზების არსებობისას, დაქორწინების ნებართვის გაცემა სასამართლოს შეუძლია.


პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში მშობლებსა და მზრუნველებს ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება აღარ ექნებათ და აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში მოექცევა. იმავდროულად, ცვლილებით ვიწროვდება 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირთა ქორწინების საფუძველი და ერთადერთ საფუძვლად გოგონების შემთხვევაში - ორსულობა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში - ბავშვის დაბადება განისაზღვრება.


"საქართველოში ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანი პირების მშობლები არიან თავიანთი შვილების ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები. მშობელთა შორის ხდება გარიგება ფულის ან სხვა მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ. ასევე არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი გოგონების მოტაცების შემდეგ, მშობლები მათ უკან აღარ იღებენ, რითაც ფაქტობრივად შვილებს აიძულებენ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ შექმნან ოჯახი არასასურველ პირთან. სკოლის მოსწავლე გოგონები ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ მათ მშობლები ძალით გაათხოვებენ, ისინი თავს მოიკლავენ. ამავდროულად, ნაადრევი ქორწინებები როგორც წესი იწვევს ქორწინებაში შემსვლელ პირთა მხრიდან სწავლისათვის თავის დანებებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება", - აღნიშნულია პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

 

 

კომენტარები: 98
#38   Veronique
      
testosterone tablets steroids

References:
http://jobboard.piasd.org/author/bushindex78
7 თებერვალი 2026 10:01
#37   Leonor
      
best steroid alternative

References:
https://flibustier.top/
6 თებერვალი 2026 22:46
#36   Mary
      
References:


Pokie machines

References:
historydb.date
4 თებერვალი 2026 19:15
#35   Bobbye
      
References:


Olympic casino

References:
https://intensedebate.com/people/hornyear69
4 თებერვალი 2026 01:37
#34   Georgina
      
References:


Island casino

References:
www.tikosatis.com
3 თებერვალი 2026 17:05
#33   Betty
      
References:


Nashville casino

References:
www.giveawayoftheday.com
3 თებერვალი 2026 13:45
#32   Gertrude
      
References:


Slotland no deposit bonus

References:
www.garagesale.es
3 თებერვალი 2026 07:53
#31   Kathryn
      
2 თებერვალი 2026 11:48
#30   Edwardo
      
1 თებერვალი 2026 19:48
#29   Louis
      
References:


Playtech casinos

References:
kanban.xsitepool.tu-freiberg.de
31 იანვარი 2026 16:05
#28   Raul
      
References:


Rising sun casino

References:
to-portal.com
31 იანვარი 2026 06:46
#27   Cheryle
      
References:


Online roulette wheel

References:
https://peatix.com/user/28815117
30 იანვარი 2026 05:53
#26   Maurice
      
natural bodybuilders vs steroid users

References:
jobboard.piasd.org
29 იანვარი 2026 15:47
#25   Domingo
      
what steroids are legal in the united states

References:
www.instructables.com
29 იანვარი 2026 12:46
#24   Charis
      
what do steroids

References:
zenwriting.net
29 იანვარი 2026 07:11
#23   Michell
      
29 იანვარი 2026 05:27
#22   Cyril
      
References:


Casino barriere

References:
https://lovebookmark.win/
28 იანვარი 2026 08:40
#21   Layla
      
References:


Stack em high

References:
opensourcebridge.science
28 იანვარი 2026 08:36
#20   Callie
      
References:


Toledo hollywood casino

References:
lideritv.ge
28 იანვარი 2026 03:44
#19   Lena
      
References:


No download casino

References:
ondashboard.win
27 იანვარი 2026 23:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი