„წყალი გუდაური“ საერთაშორისო ორგანიზაციის „მსოფლიო ბრენდების დიზაინის საზოგადოების“ კონკურსში გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „წყალი გუდაური“ ავრცელებს.
„მსოფლიო ბრენდების დიზაინის საზოგადოება (WORLD BRAND DESIGN SOCIETY) საერთაშორისო მასშტაბის გაერთიანებაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს განსაკუთრებული სამომხმარებლო შეფუთვის და კორპორატიული ბრენდის დიზაინის გამოვლენას. მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სხვადასხვა კომპანია ყოველდღიურად აგზავნის განაცხადებს საკუთარი პროდუქტის წარმოსაჩენად. საზოგადოება კი მხოლოდ საუკეთესოებს აქვეყნებს. ჟიურიში შედის სფეროს წამყვანი 24 დიზაინერი, რომელიც ახორციელებს საუკეთესო ბრენდების შერჩევას.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა პირველად მიიღო კომპანია „ვოთერ ლენდმა“, რომელიც წარმოდგენილი იყო ბრენდით „წყალი გუდაური“. ის შერჩეულ იქნა 0.5 ლიტრიანი შეფუთვით, რომელიც როგორც დიზაინით, ასევე მასალით განსხვავებული და საუკეთესო აღმოჩნდა. ბოთლი გრავირებულია და სიმბოლურად კავკასიის მთებს გამოხატავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმოდგენილი პროდუქციის უმრავლესობის შემქნელები არიან მსოფლიოში აღიარებული და პოპულარული დიზაინის სპეციალური კომპანიები. „წყალი გუდაურის“ პროდუქცია კი - კომპანიის ახალგაზრდა გუნდის ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა. 2022 წლის მარტში, სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთში, მოხდება ნომინაციებში გამარჯვებულებს შორის საუკეთესოების გამოვლენა და მედლების, ასევე პრიზების გადაცემა. იქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მოიყრის თავს დარგის სპეციალისტი, რაც დიდ პერსპექტივას მისცემს ბრენდს მოახდინოს ქართული წყლის პოპულარიზაცია.
კომპანია „ვოთერ ლენდი“ ახორციელებს „წყალი გუდაურის“ დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში. 2020 წლის აგვისტოდან ბოთლის წყალი გამოჩნდა ქართულ საცალო ქსელებში და პარალელურად გავიდა ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აზიის ძალიან პერსპექტიულ ბაზრებზე“, ნათქვამია „წყალი გუდაურის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.