ზვიად გამსახურდიამ 1988 წელს დაწერა: „ამ ხუდონჰესით, ნამოხვანჰესით, სვანეთს და ლეჩხუმს სურთ დასცენ მეხი“ - კონსტანტინე გამსახურდია მამამისის აქამდე ნაკლებად ცნობილ ლექსს აქვეყნებს
16-04-2021, 14:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა შევეხო ზვიად გამსახურდიას აქამდე ნაკლებად ცნობილ ცნობილ ლექსს, რომელზეც ბევრი ითქვა და დაიწერა ბოლო ხანებში, რახან ნამოხვანჰესიც ნახსენებია:

 


"ამ ენგურჰესით და ჟინვალჰესით


სურთ საქართველოს აუგონ წესი,


ჩვენს ბრგე ციხეებს, ტანკენარ ტაძრებს


ეს საუკუნე სპობს უახლესი.


მალე გვექნება მინაძეჰესი,


დაშლის ვარძიას, ზარზმას და ხერთვისს,


გმინვა-გოდება ჯავახის, მესხის


აბობოქრებულ ტალღებს შეერთვის.


ამ ხუდონჰესით, ნამოხვანჰესით,


სვანეთს და ლეჩხუმს სურთ დასცენ მეხი,


რომ სამუდამოდ ჩვენს მთიანეთში,


ამოუკვეთონ ქართველ კაცს ფეხი.


ამ ენგურჰესით და ჟინვალჰესით


სურთ საქართველოს აუგონ წესი,


თან გვარწმუნებენ: იცავსო ძეგლებს


ეს საუკუნე უდიადესი"


(ეს ლექსის სრული ვერსიაა კრებულიდან)



ეს ლექსი ზვიად გამსახურდიას ერთადერთ პოეტურ კრებულში "მთვარის ნიშნობა" გვიანაა შეტანილი - თავად კრებული ადრე, 70-იანების დასაწყისში დაწერილი ლექსებისგან შედგება. იგი დაწერილია 1988 წელს და სულ სხვა ეპოქალურ კონტექსტშია მოსააზრებელი. აღნიშნული კრებული პირველად 1989 წლის 9 აპრილის მერე გამოვიდა, მანამდე, მიუხედავად "პერესტროიკისა," მისი გამოსვლა იმდენად რეალისტური არ ჩანდა. ეს ის დროა, როდესაც რესპუბლიკის პირველმა პირმა გამომცემლობათა და პრესის მუშაკთა თათბირზე პირდაპირ განაცხადა: "გარეწარ ზვიად გამსახურდიას არ დაუბეჭდოთ არც ერთი სტრიქონი!".

 


საქმე იმაშია, რომ მოსკოვი და გოსპლანი ასეთ გიგანტურ ჰესებს რომ გეგმავდა, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე სულაც არ ფიქრობდა და არც ეკოლოგია ანაღვლებდა. ეს ის დროა, როდესაც დედამიწის ერთ მეექვსედზე განფენილ ქვეყანაში მდინარეების, ოკას და კამას მოტრიალებაზე სერიოზულად მსჯელობდნენ, რომ 3 ათას კილომეტრში მდებარე, ნახევრად დამშრალი არალის ზღვა შეევსოთ. და ამ ჰესებსაც გოსპლანი ცხადია, საბჭოთა კავშირის გრანდიოზულ მასშტაბებთან მოარგებდა. ხოლო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს თბილისის ვაგონთშემკეთებელ ქარხანაში იწყეს სხვადასხვა ზომის მცირე ჰესების ტურბინების დამზადება. ფიქრობდნენ, ათასობით დაემზადებინათ.

 


ეს ბოლო სტრიქონი ირონიულად მიანიშნებს საქართველოს სსრ-ს პირველ ტელეარხზე, რომელმაც იგი ისესხა გალაკტიონის ლექსიდან "ქებათა ქება ნიკორწმინდას". ამ პროპაგანდისტულ რუბრიკას ერქვა "ჩვენი საუკუნე გიცავს უახლესი", სადაც გამუდმებით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თუ როგორ უყვარდა საბჭოთა ხელისუფლებას ძეგლები და მათზე როგორ ზრუნავდა.

 

 

კონსტანტინე გამსახურდია,

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, პოლიტიკოსი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 88
#28   Sherrill
      
anabolic steroids dosage

References:
www.udrpsearch.com
8 თებერვალი 2026 06:05
#27   Landon
      
dbol liquid

References:
https://oren-expo.ru
7 თებერვალი 2026 20:04
#26   Taren
      
References:


No deposit required

References:
24propertyinspain.com
4 თებერვალი 2026 20:50
#25   Kali
      
References:


Florida casinos

References:
https://aryba.kg/user/layerliquid50/
3 თებერვალი 2026 08:01
#24   Lucia
      
References:


Native american casinos

References:
nhadat24.org
2 თებერვალი 2026 10:40
#23   Chun
      
References:


Olympic casino poker

References:
https://able2know.org/
1 თებერვალი 2026 15:04
#22   Louann
      
References:


Sky vegas promo codes

References:
https://onlinevetjobs.com/author/vaulthawk1/
31 იანვარი 2026 14:00
#21   Elias
      
References:


Craps online practice

References:
able2know.org
31 იანვარი 2026 07:18
#20   Sofia
      
References:


Online casino new jersey

References:
https://yogaasanas.science/wiki/Exklusive_Freispiele_Das_Ganze_Jahr_ber
30 იანვარი 2026 14:40
#19   Priscilla
      
what do all steroids contain in their structure

References:
https://peatix.com/
29 იანვარი 2026 15:39
#18   Jai
      
bodybuilding steroids online

References:
fakenews.win
29 იანვარი 2026 14:13
#17   Hazel
      
29 იანვარი 2026 14:03
#16   Shannon
      
28 იანვარი 2026 08:34
#15   Coleman
      
References:


Fiat 500 blackjack

References:
pads.jeito.nl
28 იანვარი 2026 03:37
#14   Walter
      
References:


Casino charlevoix

References:
funsilo.date
28 იანვარი 2026 03:20
#13   Wilhelmina
      
References:


Jumers casino

References:
scientific-programs.science
27 იანვარი 2026 23:30
#12   Octavio
      
26 იანვარი 2026 21:05
#11   Jacelyn
      
best muscle enhancement pills

References:
https://pads.jeito.nl/s/yEW1Iu5vvx
26 იანვარი 2026 19:39
#10   Mohammad
      
steroid com legit

References:
imoodle.win
26 იანვარი 2026 07:11
#9   Elvin
      
25 იანვარი 2026 13:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი