პომპეის საგანძური ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოიფინა
18-07-2021, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

18 ივლისიდან, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით უმასპინძლებს გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი", რომელზეც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.

 


გამოფენის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ და იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ. გახსნის ცერემონიას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

საქართველოში პირველად ნახავთ ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდს, რომელიც ახ. წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის – პომპეის ისტორიას ასახავს. პომპეი, როგორც კარგად შემონახული ქალაქი, ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

 

 

ვანის მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს პომპეის სახელგანთქმული კედლის მხატვრობის ნიმუშები და სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი) აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა. ექსპოზიციაზე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქრომჭედლობის ნიმუშებს. ასევე, წარმოდგენილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები. მუზეუმის ვიზიტორი გადაინაცვლებს სამყაროში, რომელიც აცოცხლებს ანტიკური ეპოქის იტალიის ერთი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ახ. წ. I საუკუნეში.

 

 

პომპეი, რომელსაც დაახლოებით სამი საუკუნეა არქეოლოგები იკვლევენ, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის რომის იმპერიის ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პომპეის აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ევროპული ესთეტიკის, დიზაინის, სამზარეულოს და სუფრის ტრადიციების ჩამოყალიბებაში.

 

 

სიმბოლურია, რომ გამოფენას მასპინძლობს ქალაქი ვანი, რომელიც ფართო საერთაშორისო საზოგადოებამ ოთარ ლორთქიფანიძის წიგნით გაიცნო როგორც „საქართველოს პომპეი“. წიგნი ფრანგული სახელწოდებით „Vani une Pompéi géorgienne“ გამოიცა საფრანგეთში 1995 წელს.

 

 

განახლებულ ვანის მუზეუმში „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი" პირველი დროებითი გამოფენაა. პომპეის აღმოჩენების ნაწილი ინტეგრირებულია მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში. დამთვალიერებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოს ანტიკური სამყაროს ისტორიას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი გარკვეული ეპიზოდების მაგალითზე.

 

კომენტარები: 63
#3   Darwin
      
Nach Eingabe der TAN erfolgt die Trustly Sofortüberweisung Casino unmittelbar.
Zur Sicherheit muss die Zahlung über eine TAN (mTAN,
PushTAN oder PhotoTAN) bestätigt werden. Hier wird die eigene Bank gewählt – das ist wichtig,
da nicht jedes Casino alle Banken unterstützt.
Im Zahlungsmenü findet sich die Option „Einzahlung per Trustly". Alles läuft direkt über das bestehende Online-Banking, unterstützt von fast allen großen deutschen Banken (Sparkasse, Volksbank, Deutsche Bank, Commerzbank etc.). Der Vorteil liegt in der direkten Banküberweisung in Echtzeit – vergleichbar mit Sofortüberweisung, nur oft stabiler und ohne zusätzliche Umleitungen.
31 ოქტომბერი 2026 15:47
#2   Carroll
      
Thousands of online pokies Neosurf, hundreds of live tables, dozens of crash games and arcade games – all of
these become eligible for real-money betting as soon as you redeem your voucher.
This payment method makes it possible to play absolutely every
type of game available at gambling clubs.
The quantity and quality of the software are important, but
what’s the point of 12,000 titles if not a single one
is a favourite? If someone loves slots from Relax Gaming
casinos, they simply have no business being on a site without games from that provider.
Some people prefer an open menu on the left, some prefer a control panel with main sections at the top, whilst
others simply want to see only games on the page.


References: strucfit.com
31 ოქტომბერი 2026 11:32
#1   Raquel
      
References:


Online pokies real money payid http://zhujia.ca/?275823
30 ოქტომბერი 2026 22:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი