პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში ყოვლისმომცველი იყო, მან ამბიციურ გეგმებსა და იმ ხელშესახებ პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღემდე ჰქონდა- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წვლილზე, ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისის განმუხტვის პროცესში შეტანილ წვლილსა და იმ გმირობაზე ისაუბრა, რაც ქართველმა სამხედროებმა აჩვენეს ავღანეთში.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ჩინეთს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ პანდემიასთან გამკლავების პროცესში გაგვიწიეს.
„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი. მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა ქვეყნის სამომავლო პერსპექტივაზე და იმაზე, თუ როგორი ქვეყანა, როგორი სახელმწიფო უნდა იყოს საქართველო. ბუნებრივია, პრემიერმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც დღემდე ჩვენს ქვეყანას ჰქონდა და ეს პროგრესი მართლაც ხელშესახებია, თუნდაც ის მიღწევები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში მოიყვანა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში. თუმცა, იქვე აღინიშნა, რომ გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია და ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობას უაღრესად ამბიციური გეგმები აქვს. სწორედ ამ ამბიციური გეგმების ძირითად მიმართულებებზე გაკეთდა აქცენტები და მე ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ. საუბარი იყო იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანამ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენს როლზე ავღანეთში, იმ გმირობაზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა აჩვენეს ავღანეთში, იმაზე, თუ რა წვლილი შეიტანა საქართველომ ავღანეთში ბოლო პერიოდში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის განმუხტვის პროცესში. პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით, ისე როგორც ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო თანამეგობრობა არის საქართველოს გვერდით, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ჩინეთს იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ გაგვიწიეს პანდემიასთან გამკლავების პროცესში“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.