აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სააკაშვილი დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით, რაც მას სჭირდება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში
09-11-2021, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებით, აშშ კვლავ აქტიურად აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეშფოთებული არიან მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

 


ელჩი დეგნანი ურჩევს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით, რაც მას სჭირდება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში.

 


„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სამედიცინო ჯგუფის შეფასების შემდეგ, რომ ის მძიმე რისკის წინაშეა და სჭირდება სასწრაფო მკურნალობა, ასევე სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადების, რომ გლდანის ციხის მეთვრამეტე ჰოსპიტალი არ არის საკმარისი, ჩვენ ვურჩევთ მთავრობას, უზრუნველყოს, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით, რაც მას სჭირდება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში.

 


ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს მისი ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს სამედიცინო მკურნალობას, რასაც ექიმები ამბობენ, რომ მას სჭირდება. ეს აშკარად მგრძნობიარე და ემოციური სიტუაციაა. ახლა საჭიროა, პრიორიტეტებს მიექცეს ყურადღება სააკაშვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფიზიკურად კარგად ყოფნასთან დაკავშირებით. ჩვენი აქტიური რეკომენდაცია მთავრობის მიმართ არის, უზრუნველყოს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვა, რაც მას სჭირდება. მას უნდა მოექცნენ სამართლიანად, ღირსეულად და საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

 


ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან და უზრუნველყოს მათთვის სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხოება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები: 65
#5   Bernadine
      
References:


Fiesta casino las vegas

References:
https://fakenews.win
24 იანვარი 2026 20:38
#4   Lila
      
References:


Hammer 2

References:
https://web.ggather.com
24 იანვარი 2026 20:08
#3   Frieda
      
References:


Anavar use before and after

References:
opensourcebridge.science
20 იანვარი 2026 19:40
#2   Angelita
      
References:


Anavar weight loss before and after

References:
eskisehiruroloji.com
20 იანვარი 2026 18:11
#1   Juliane
      
extreme muscle building supplements

References:
socialbookmarknew.win
18 იანვარი 2026 02:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი