[ვიდეო] თბილისის მერიამ მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
18-04-2022, 17:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის მერიამ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე,მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

 

კახა კალაძის თქმით, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს იგეგმება.

 

„დღეს დავიწყეთ მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია-განახლება. მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან ხიდი ცუდ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, განახლდება სავალი გზა, საძირკველი რეაბილიტირდება, განათების სისტემა და ტროტუარი მოწესრიგდება. სამუშაოები, დაახლოებით, ზაფხულის ბოლოს დასრულდება. გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ცენტრალური გზის გადაკეტვა, მაგრამ შევეცდებით, ღამის საათებში ვიმუშაოთ და დღის განმავლობაში სანაპიროზე მოძრაობა თავისუფლად იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღესვე, მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

 

მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბესკო“ შეასრულებს.

 

მეტეხის ხიდზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და თბილისის საკრებულოს წევრები.

 

კომენტარები: 62
#2   Nannie
      
steroids invented

References:
pediascape.science
18 იანვარი 2026 19:48
#1   Adrianne
      
why people use steroids

References:
https://graph.org
18 იანვარი 2026 07:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი