არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს ახალი პროექტის „რესტორნები სოციალურად დაუცველი ოჯახების გადასარჩენად“ ფარგლებში, კიდევ ერთი რესტორნისა და ოჯახის მეგობრობას ჩაეყარა საფუძველი. ამჯერად, რესტორან „Tiflis Palace“-სა და თბილისში მცხოვრები ერთ-ერთი, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის გაცნობითი შეხვედრა შედგა. რესტორანმა ნუცუბიძეების 5-შვილიანი ოჯახი გაიცნო, სადილით უმასპინძლა და აიღო პასუხისმგებლობა, აღნიშნული ოჯახი 12 თვის განმავლობაში, კვირაში 3-ჯერ მთელი კვირის საკვები მარაგით უზრუნველყოს. ნუცუბიძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მათ ამგვარი გრძელვადიანი თანადგომა გამოუცხადა.
აღნიშნული სახელწოდების პროექტის ფარგლებში, „პოზიცია“ თბილისში, 12 დიდ რესტორანთან თანამშრომლობის საფუძველზე, 12 თვის განმავლობაში 12 სოციალურად დაუცველი, მათ შორის მრვალშვილიანი ოჯახებისთვის საკვებით უზრუნველყოფის ორგანიზებას ახდენს. პროექტის ფარგლებში, 12 რესტორნიდან თითო რესტორანი თითო ოჯახს მზრუნველობას 1 წლის მანძილზე გაუწევს და იღებს ვალდებულებას, მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ოჯახი კვირაში სულ მცირე 2-ჯერ, მთელი კვირის განმავლობაში საკმარისი, მზა საკვებით უზრუნველყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.