ვანო მაჭავარიანი: ვფიქრობ, ღარიბაშვილს, ალბათ უნდა მინისტრების შეცვლა
19-06-2014, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღარიბაშვილის ადგილზე მე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა "მაესტროს 9-იანში" განაცხადა. მისივე განმარტებით, "4-5 მოღალატე მინისტრის თემა" "ჰაერიდან მოტანილი არ არის".

 

 

"მე ვფიქრობ, რომ კოალიციას და მთავრობას აქვს ბევრი თემა გადასწყვეტი, მათ შორის მათი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან - მუდმივი კონსულტაციების რეჟიმი იქნება თუ არა გაგრძელებული და იქნება თუ არა კოალიცია იმ შინაარსით როგორიც დღეს არის, რადგან, შემიძლია გითხრათ, რომ 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჯერ კიდევ ცოცხალია. ვფიქრობ, ღარიბაშვილს, ალბათ უნდა მინისტრების შეცვლა. მეც მის ადგილზე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა. მერწმუნეთ, ძალიან ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ მსმენია, თავად "ქართული ოცნებიდან" ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, რომელიც ჩემს ირგვლივ შექმნილ ფონს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. შემიძლია გითხრათ, რომ 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან არ არის, არ ვიცი პრემიერ-მინისტრის თავში რა ხდება, მაგრამ, ის რომ მთავრობა არ არის ეფექტური, ესეც ფაქტია", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

 

 

რაც შეეხება იმას, რამდენადაა შესაძლებელი მისი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობები დალაგდეს, ყოფილი მრჩევლის თქმით, ის ამ კუთხით გიორგი მარგველაშვილს წარმატებებს უსურვებს.

 

 

"თემაა ისიც, როგორ დალაგდება ურთიერთობა პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის, რომელმაც სცადა ჩარეულიყო ამ ურთიერთობის დალაგებაში, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლო... სიტუაცია საკმაოდ არასახარბიელოა და მე ამას ვწუხვარ. ვფიქრობ, რომ მიდგომა ძალიან ვიწროპარტიულ, ვიწროპიროვნულ, ვიწროპოლიტიკურ ჭრილშია აღებული, არამგონია მარგველაშვილს ვინმესთვის მიეცეს საბაბი, რომ არასახელწმიფოებრივად გააკეთა რამე", - აღნიშნა პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა და იქვე დასძინა, რომ მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის არსებული არასახარბიელო დამოკიდებულების მიუხედავად პრემიერი პრეზიდენტში კონკურენტს არ ხედავს და "აქაა ბიძინას ფაქტორი".

 

 

ამასთან, ვანო მაჭავარიანი შექმნილი ვითარების მიუხედავად გიორგი მარგველაშვილის მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყებასაც გამორიცხავს და განმარტავს, რომ "მარგველაშვილი არაა მოსული იმისთვის, რომ განსაკუთრებელი პრობლემები შექმნას ამ მიმართულებით".

 

 

 

კომენტარები: 886
#5   on
      
23 იანვარი 2016 04:05
#4   side
      
11 იანვარი 2016 05:04
#3   viagra
      
25 დეკემბერი 2015 05:25
#2   for
      
Does viagra for sale for women really work? Knowledge, patterns of care, and outcomes of care for generalists and specialis for sale cheapts.
26 ნოემბერი 2015 11:58
#1   super
      
Liquid viagra professional Drink For Women in Galveston . viagra super active For Women Available In India in Garland .
14 ოქტომბერი 2015 02:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი