შპს „ხონის პლანტაციები" ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულში 6,7 ჰექტარ მიწაზე ლურჯი მოცვის პლანტაციას აშენებს.
მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელთან ბადრი ბახტაძესთან ერთად, მოცვის დარგვის პროცესს ადგილზე გაეცნო და ფერმერს გაესაუბრა.
პლანტაციაში ამ დროისათვის 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
პროექტი სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში დაფინანსდა.
ფერმერი აღნიშნული კულტურით 20 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის ათვისებას გეგმავს.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.