ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს პოზიტიურად აფასებს და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას, წარმოების გაფართოებას გეგმავს, განაცხადა კომპანიის შვეიცარიელმა დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრისას.
მაქს ბლაუენშტაინმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კომპანიის მიერ ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდის საფუძველია. ამ დროისათვის, „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია, 27 მლნ ლარს შეადგენს.
პრემიერ მინისტრის თქმით, მსგავსი პროექტები მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, რაჭის ეს მოდელი სხვა მთიან რეგიონებშიც წარმატებით უნდა განხორციელდეს, რაც ადგილობრივების დასაქმებას და სოფლად მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ბიზნესმენების - მაქს ბლაუენშტაინისა და ირაკლი კერვალიშვილის მიერ რაჭაში დაარსებული ქართულ-შვეიცარიული კომპანია ნატურალურ პროდუქციას ტრადიციული მეთოდებით და ამავდროულად, ევროპული სტანდარტებისა და რეცეპტების გამოყენებით აწარმოებს.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე „ბლაუენშტაინ საქართველო“ 4 სათაო და 10 პარტნიორ ფერმას ფლობს, აგრეთვე, აქვს საკუთარი პირველადი დამუშავების საწარმო და ერთი საფირმო მაღაზია თბილისში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.