თენგიზ ცერცვაძე: ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას ვაკეთებ; მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ თუ კოვიდავადმყოფი მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას და გარდაცვალებას
01-12-2021, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოვიდავადმყოფი თუ მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას, შესაბამისად, გარდაცვალებას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 


საკითხზე საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის სამკურნალო ხუთი მედიკამენტი დაასახელა და აღნიშნა, რომ აქედან ოთხი ეფექტურია მხოლოდ ვირუსის გამოვლენიდან 8-10 დღის განმავლობაში.

 


„კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ და პასუხს ვაგებ მკურნალობასა და ავადმყოფების გადარჩენაზე. ჩვენ სათანადო რეაგირება მოვახდინეთ ამაზე, საერთაშორისო სტანდარტებით ხდებოდა მკურნალობა, მაგრამ გავაძლიერეთ ეს პოტენციალი, შემოვიტანეთ ხუთი უახლესი მედიკამენტი. ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას ვაკეთებ, მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ თუ კოვიდავადმყოფი მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და შესაბამისად, გარდაცვალებას. მაგრამ სამწუხაროდ, 5 ახალი მედიკამენტიდან 4 მედიკამენტი ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დაიწყება დაავადების პირველი სიმპტომებიდან 8-10 დღეში, ვიდრე ვირუსი მრავლდება, შემდეგ ეს მედიკამენტები ეფექტური არ არის. ჯერჯერობით ჩვენ შემოვიტანეთ 5 მედიკამენტი, „რემდესივირი“, „ბარიციტინიბი“, „ტოცილიზუმაბი“ და მონოკლონური ანტისხეულების ორი სხვადასხვა სახეობა. ერთ ფორმას ვიყენებთ ამბულატორიულ ავადმყოფებში, ბინაზე დარჩენილებში, მეორე ფორმას – კლინიკაში. ამ მედიკამენტებიდან სამი არის ანტივირუსული მოქმედების და მხოლოდ პირველი რვა დღე მოქმედებს, ერთი არის შერეული მოქმედების, რომელიც მოქმედებს როგორც ანტივირუსული მედიკამენტი, ისე ანთების საწინააღმდეგოდ. ის შეიძლება, დასაწყისში და მოგვიანებითაც გამოიყენო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 


თენგიზ ცერცვაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ ეფექტურობაზე და მას „გადარჩენის მედიკამენტი“ უწოდა. მისივე თქმით, ზემოთ დასახელებული ხუთი მედიკამენტიდან სწორედ „ტოცილიზუმაბი“ არის ის ერთი მედიკამენტი, რომელიც ვირუსის დროს დაგვიანებულ სტადიაზეც გამოიყენება და შედეგს იძლევა.

 


„ტოცილიზუმაბი“ ჩვენ პირველებმა ვიხმარეთ დაახლოებით ერთი წლის წინ. მაშინ ჩვენ ყველა გვაბულინგებდა და ახლა მთელი მსოფლიო ამას იყენებს. ეს არის გადარჩენის მედიკამენტი, ეს არის ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც დაგვიანებულ სტადიაზე გამოიყენება. შერჩევა არის მხოლოდ პაციენტის მდგომარეობა და კლინიკური ჩვენება. ეს არის სუპერდეფიციტური მედიკამენტი, რომლით მკურნალობის ერთი კურსი ჯდება 700-დან 1 200 დოლარამდე. ხუთი მედიკამენტიდან სამი სულ ახალია, ერთი თვეა, რაც შემოვიტანეთ. ჩემი კლინიკის სახელით ვილაპარაკებ, რომ მას შემდეგ, რაც ეს მედიკამენტები შემოვიტანეთ, რაც ჩვენ მკურნალობის ამ ულტრათანამედროვე სტანდარტებზე გადავედით, ბოლო ერთი თვე, თვე-ნახევრის განმავლობაში ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან შემოვიდა დაავადების დაწყებიდან პირველ რვა დღეში, არც ერთის მდგომარეობა არ დამძიმებულა, არ დასჭირვებია ინტუპაცია და არ გარდაცვლილა. ისინი განიკურნენ თერაპიულ განყოფილებაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 


მისივე ინფორმაციით, დაახლოებით ორ თვეში ბაზარზე გამოჩნდება კიდევ ორი ახალი მედიკამენტი, რომლებიც წინასწარი კლინიკური მონაცემებით, ინფიცირებულებში დაავადების დამძიმების რისკებს შეამცირებს.

 


„როგორმე გავძლოთ ეს ერთი-ორი თვე, ერთ თვეში უკვე ან მაქსიმუმ ორ თვეში ბაზარზე გამოვა ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული ორი უახლესი მედიკამენტი, ტაბლეტირებული სახით. წინასწარი კლინიკური მონაცემებით, დიაგნოზის დასმისთანავე მედიკამენტებს მისცემენ ყველა ავადმყოფს, რომლებსაც დამძიმების რისკები ექნებათ. ამ მედიკამენტებიდან ერთ-ერთი ამცირებს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას, საავადმყოფოში მოხვედრის რისკს და სიკვდილობას 50 პროცენტით. ხოლო მეორე მედიკამენტი ამ მაჩვენებელს ამცირებს 90%-ით. ფაქტობრივად, კოვიდპანდემია შესაძლოა, იყოს დაძლეული ვაქცინით და ამ ორი ახალი მედიკამენტით. რაც მთავარია, ეს ორი ახალი მედიკამენტი აბსოლუტურად ერთნაირად იმოქმედებს „დელტა“ შტამზეც და ახალ სამხრეთ აფრიკულ შტამ „ომიკრონზე“.

 


„ომიკრონის“ შემთხვევაში, მუტაციიდან გამომდინარე არის მოლოდინი, მოსახლეობა დაძაბული უყურებს ექსპერტების დასკვნას, რომ შესაძლოა, ვაქცინამ ვერ დაიცვას, ან არასაკმარისად დაიცვას ახალი შტამისგან, რადგან ვაქცინა დამიზნებულია სწორედ იმ სტრუქტურებზე, სადაც ახალმა შტამმა მუტაცია განიცადა. ხოლო მედიკამენტები, რომლებიც ახლა გამოვა და ისიც, რომელსაც ჩვენ უკვე ვიყენებთ, მოქმედებენ ვირუსის სულ სხვა სტრუქტურებზე, ვირუსის გამრავლების სულ სხვა რგოლებზე და მათთვის სულ ერთია, რომელი შტამი იქნება, „დელტა“ თუ სამხრეთ აფრიკული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 


როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, აქვთ გარანტიები, რომ საქართველო იქნება პირველ ათ ქვეყანას შორის, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს.

 


„როცა გავიგეთ, რომ ამ მედიკამენტებზე მუშაობა დაიწყეს, ჩვენ მაშინ დავიწყეთ მუშაობა ამ კომპანიებთან, რომ ვიყოთ ერთ-ერთი პირველი, ვისაც ამ მედიკამენტებს მიაწოდებენ. გვაქვს გარანტიები, რომ საქართველო იქნება მსოფლიოში პირველ ათ ქვეყანას შორის, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 


კითხვაზე, ხუთი მედიკამენტი, რომელიც საქართველოში უკვე გამოიყენება, იმოქმედებს თუ არა კორონავირუსის ახალ შტამზე, ცერცვაძემ განაცხადა, რომ სამი გარანტირებულად იმოქმედებს, ორის შემთხვევაში კი ჯერ ზუსტად არ იციან.

 


„აქედან ყველა არ იმოქმედებს. დღეს ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტებიდან იმოქმედებს „რემდესივირი“ ვირუსის გამრავლების ისეთ რგოლზე მუშაობს, რომელიც ახალ შტამში შეცვლილი არ არის. ასევე იმოქმედებს „ბარიციტინიბი“ და „ტოცილიზუმაბი“, რომლებიც არ არის დამოკიდებული იმ მუტაციებზე, რაც ახალ შტამში მოხდა. ხუთიდან სამი გარანტირებულად იმოქმედებს, ორზე ჯერ არ ვიცით. შესაძლოა, იმანაც იმოქმედოს. გააჩნია, მუტაცია ზუსტად იმ უბანშია თუ არა, სადაც ამან უნდა იმოქმედოს. ჯერჯერობით ეს არ ვიცით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 


ახალ შტამზე და მის წინააღმდეგ გამოსაყენებელ მედიკამენტებზე საუბრისას ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტების პარალელურად, რამდენად ეფექტური შეიძლება გამოდგეს მსოფლიოში მოქმედი ვაქცინები. მისი თქმით, ამაზე ჯერ ზუსტი ცნობა არ არის.

 


„ბუსტერს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, თუ მუტაცია მოხდა იმ უბანში, რომლის წინააღმდეგაც მოქმედი ვაქცინები არის მოწოდებული, მაშინ ვაქცინამ შეიძლება, არ იმოქმედოს ან ნაკლებად იმოქმედოს, ბუსტერს არ აქვს მნიშვნელობა. ბუსტერი უბრალოდ აძლიერებს იმუნიტეტს. მე არ ვამბობ, რომ ვაქცინები არ იმოქმედებს, ჯერ ეს არ არის ცნობილი, შესაძლოა, იმოქმედოს, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს, რომ ეს მუტაცია ზუსტად იმ წერტილშია, იმ გენებშია, რომელზეც ეს ვაქცინები მოქმედებს. პოტენციურად შესაძლოა, რომ არ იმოქმედოს, ან ნაკლებად იმოქმედოს სწორედ იმ ვაქცინებმა, რომლებიც ყველაზე უკეთესი და პოპულარულია- „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და ა.შ. სწორედ ამ ვაქცინებს აქვთ იმის რისკი, რომ შესაძლოა, ახალ შტამზე ვერ იმოქმედონ, ამიტომ „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება, რომ მათ უკვე დაიწყეს მუშაობა ვაქცინის მოდიფიკაციაზე, რომელიც მორგებული იქნება ახალ შტამზე. ოფიციალური განცხადება გააკეთა ბურლამ, „ფაიზერის“ პირველმა პირმა, რომ 100 დღეში მათ ექნებათ „ფაიზერის“ ახალი ვარიანტი, რომელიც სპეციალურად ამ შტამზე იქნება მორგებული“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 


ვაქცინებზე, მედიკამენტებსა და კოვიდპაციენტების მართვის საკითხზე საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ თხოვნით მიმართა მოსახლეობას, ძალიან ყურადღებით იყვნენ და დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე, ან ოჯახის ექიმის პირველივე რეკომენდაციისთანავე მიმართონ კლინიკას.

 


„არადა, ძალიან ბევრი ავადმყოფი მოგვმართავს დაგვიანებით, მათ ოჯახს ექიმი ეუბნება, რომ შენ დასაწვენი ხარ, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. არ სჯერათ, იცდიან, იქნებ, უკეთ გავხდეო, ამასობაში ისინი მძიმდებიან და შემოდიან უკვე ისეთ მდგომარეობაში, რომ პირდაპირ რეანიმაციაში გვიხდება მათი წაყვანა. ეს განსაკუთრებით ეხება 60 წელს გადაცილებულ ადამიანები. უდიდესი თხოვნით მივმართავ მოსახლეობას, რომ ძალიან ყურადღებით იყვნენ და დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე, ან ოჯახის ექიმის პირველივე რეკომენდაციისთანავე მიმართონ კლინიკას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, რომლის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

 

კომენტარები: 969
#9   Kit
      
When I originally left a comment I seem to have clicked on the
-Notify me when new comments are added- checkbox and from now on each
time a comment is added I receive 4 emails with the exact same
comment. Perhaps there is an easy method you can remove me from that service?
Thank you!

My blog; http://www.my-doc24.de/index.php?title=Six_Tips_That_will_Make_You_Influential_I
n_Minecraft_Servers
7 თებერვალი 2022 08:38
#8   Leif
      
Hey there! Someone in my Facebook group shared this site
with us so I came to give it a look. I'm definitely loving the information.
I'm book-marking and will be tweeting this to my followers!
Great blog and terrific design and style.

Also visit my web-site; https://notes.io/Pnuv
7 თებერვალი 2022 08:37
#7   Latia
      
Do you have any video of that? I'd like to find
out some additional information.

Here is my web blog; http://intel-com.ge/user/blouseparrot6/

Pretty nice post. I simply stumbled upon your weblog and wished to mention that
I have truly enjoyed surfing around your blog posts.
After all I will be subscribing in your feed and I hope you write again soon!

My blog http://tvs-magnetit.kz/user/landmargin9/
7 თებერვალი 2022 08:37
#6   Shayla
      
Link exchange is nothing else except it is simply placing the other
person's weblog link on your page at suitable place and other person will also
do similar in support of you.

My blog post ... timeoftheworld.date
7 თებერვალი 2022 08:36
#5   Ahmed
      
Hello there, You have done an incredible job. I will certainly digg it and personally suggest to my friends.
I'm confident they'll be benefited from this web site.



Here is my website: https://darcvigilante.site/member.php?action=profile&uid=312581
7 თებერვალი 2022 08:35
#4   Shirleen
      
Excellent beat ! I would like to apprentice
while you amend your website, how could i subscribe for a blog web site?
The account helped me a acceptable deal. I had been tiny
bit acquainted of this your broadcast provided bright clear
concept

my web site :: abroadsanjal.com
7 თებერვალი 2022 08:35
#3   Susie
      
Hello, after reading this amazing paragraph
i am also delighted to share my familiarity here with mates.


Visit my web page https://repo.getmonero.org/bootfrench33
7 თებერვალი 2022 08:33
#2   Dolores
      
Do you mind if I quote a couple of your posts as long as I provide credit and sources back
to your webpage? My blog site is in the exact same niche as yours and my
users would really benefit from some of the information you present here.
Please let me know if this ok with you. Many thanks!


Here is my web page :: bookingsilo.trade

My partner and I stumbled over here by a different page and thought I might check things out.
I like what I see so i am just following you. Look forward to finding out about your web page
repeatedly.

Also visit my page https://vuf.minagricultura.gov.co/Lists/Informacin%20Servicios%20Web/DispForm.as
px?ID=12536
7 თებერვალი 2022 08:32
#1   Felix
      
It's great that you are getting thoughts from this piece of writing as well as from our dialogue made at this time.



Feel free to visit my blog Inez
7 თებერვალი 2022 08:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი