ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 702-ივე საარჩევნო უბნის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, პროპორციული სისტემით ჩატარებულ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ლიდერობს, მას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოჰყვება, მესამე ადგილზეა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”.
ცესკო-ს მიერ ხმების 100%-იანი დათვლის წინასწარი შედეგების მიხედვით, სამივე პოლიტიკურმა ძალამ საარჩევნო ბარიერი გადალახა, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები 5%–იანი ბარიერის მიღმა აღმოჩნდნენ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო": 48.67%;
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": 27.11%;
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”: 5.01%;
"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები": 4.62%;
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა": 3.53%;
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”: 3.48%;
„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”: 3.45%;
„უსუფაშვილი - რესპუბლიკელები”: 1.55%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.