შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორ დათო ნიკოლეშვილთან ერთად, რუსთავში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა დაათვალიერა.
შსს-ს ცნობით, შენობაში განთავსებულია საცავი, რომელშიც დაცულია სააგენტოს საარქივო დოკუმენტები მთელი საქართველოდან. ამავე შენობაშია თანამედროვე სტანდარტების საწყობი, რომელიც სასაწყობო მასალების შესაბამის პირობებში შენახვას უზრუნველყოფს.
გიორგი მღებრიშვილმა მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებათა საექსპერტო შემოწმების განახლებული შენობაც დაათვალიერა. უწყების ინფორმაციით, სერვისის გაუმჯობესების მიზნით მოდერნიზებულ შენობაში მოქალაქეები მომსახურებას ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.