საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების მესამე ფაზის ფარგლებში, ქვედანაყოფი მოტორიზებულ ოპერაციებს, პატრულირებას, ჩხრეკა კორდონისა და სხვა ტიპის ამოცანებს ოცეულის შემადგენლობით პრაქტიკულად ასრულებს.
"საველე სწავლებები ვაზიანის სამხედრო პოლიგონსა და კრწანისში პარალელურად მიმდინარეობს. გადასროლისწინა მომზადება სულ ოთხ ფაზადაა დაყოფილი. I ფაზაზე სამხედროების ინდივიდუალური მომზადება ხორციელდება. II ფაზაზე ამოცანები ათეულის შემადგენლობით, III ფაზის განმავლობაში ოცეულის, ხოლო IV ფაზაზე ასეულის და ბატალიონის შემადგენლობით ხორციელდება.
23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ტარდება. საველე სწავლებები რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. ქართველი სამხედროები მომზადებას 23-ე ბატალიონისა და ამერიკული საწვრთნელი ჯგუფის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან", - განმარტავენ თავდაცვის უწყებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.